ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
რედიქს თრეველი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

რედიქს თრეველი
კატეგორია: ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71
ტელეფონი: (+995 32)2205502
ვებ-გვერდი: http://www.redixtravel.ge
1179



აღწერა

კომპანია ტუროპერატორი „რედიქს თრეველი“ 2005 წლის მარტში შეიქმნა და მთელი ამ წლების განმავლობაში მომხმარებელს ეფექტიან, საიმედო და ხარისხიან სრულ ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს: FIT (ინდივიდუალურად შექმნილ) ტურებს, ჯგუფერ ტურებს, VIPმომსახურებას როგორც საქმიანი ადამიანებისათვის, ისე ჩვეულებრივი ტურისტებისთვის.  ჩვენი მომსახურება ვრცელდება სამხრეთ კავკასიის მთელ რეგიონზე:  საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთში; ასევე,  დსთ-ს ყველა ქვეყანაში, აზიასა და ამერიკაში.

ჩვენი ყოველი ტურპაკეტი ზუსტადაა დაგეგმილი განსაკუთრებული, საინტერესო მარშრუტების გათვალისწინებით. მიზანმიმართულად   უზრუნველვყოფთ მაღალი ხარისხის ტურპროდუქტებს იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ ფიქრისგან და დაძაბულობისგან, იმისათვის, რომ  თქვენი მოგზაურობა იყოს მშვიდი, სასიამოვნო და დაუვიწყარი. ჩვენ სიამოვნებით ვმუშაობთ თქვენთვის!

 

ჩვენ გთავაზობთ  

ყველა ტიპის მოგზაურობის დაგეგმვას, ტურის მომზადებას და წარმოებას, სასტუმროების დაჯავშნას, ტრანსფერებს, ტრანსპორტირებას და სხვადასხვა მარკის ავტომობილების არენდას; კერძო ჩარტერულ გადაფრენებს, აეროპორტში თანხლებას, საერთაშორისო და შიდა რეისებზე ავიაბილეთების დაჯავშნას და გაყიდვას; კვებას, გიდის მომსახურებას, ბიზნეს და VIP-მოგზაურობას, MICE-ღონისძიებების ორგანიზებას, ვიზების გაფორმებას.  

ჩვენი გუნდი

ჩვენი მთავარი აქტივია ენთუზიაზმით სავსე, დინამიკური და მაღალი პასუხისმგებლობის წევრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლის რეპუტაციაც მათი 15-წლიანი   გამოცდილებითაა განპირობებული. თანამშრომლები შერჩეულნი არიან  კლიენტების მიმართ გამოვლენილი ზრუნვის და მათ მიერ გაწეული საქმიანობის მიხედვით.   საერთაშორისო პრაქტიკის მქონე  გულთბილი გიდები და ტურლიდერები სხვადასხვა ენებზე საუბრობენ, რაც, ჩვენი რწმენით, მნიშვნელოვანი ფაქტორია განსაკუთრებულ კლიენტებთან კავშირების გასაძლიერებლად და ურთიერთობის გასაღრმავებლად.   

ჩვენი კოლექტივი

ჩვენი პრიორიტეტები პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობაა, რაც კომპანიას უფრო სანდოს ხდის. ბილეთების გაყიდვის დეპარტამენტის თანამშრომლები ნებისმიერ დროს უმაღლესი ხარისხით და უსწრაფესად მოგიგვარებენ ბილეთების დაჯავშნა-ყიდვის პროცედურას. შიდა და გარე ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები სერტიფიცირებულნი არიან და გავლილი აქვთ სხვადასხვა ტრენინგპროგრამები ტურიზმის მართვასა და მარკეტინგში.

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად

  • კლიენტზე ორიენტირებული მეგობრული გარემო;
  • სუფთა ბიოგრაფიის მქონე  ბრენდი კომპანია;
  • პროფესიონალი, გამოცდილი პერსონალი;
  • საიმედო პარტნიორები მთელ მსოფლიოში;
  • საუკეთესო ხარისხის მომსახურება;
  • ზუსტი პროგრამების შერჩევა;
  • კლიენტის ცვალებადი მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება;
  • მისაღები ფასები;
  • დაფარული ხარჯების და გადასახადების არარსებობა;
  • უახლესი ინფორმაცია;
  • საიმედო აღწერა და სურათები;
  • სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის დაკავშირება: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. 


ფოტო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.