ალტდორფი (გერმ. Altdorf ძველი ქალაქი) — ქალაქი შვეიცარიაში, ურის კანტონის დედაქალაქი. ფართობი 10,23 კმ²-ს შეადგენს და მდებარეობს ზღვის დონიდან 462 მეტრზე, მდინარე როისის მარჯვენა ნაპირზე, ლუცერნიდან 55 კმ-ის დაშორებით. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 8 861 ადამიანს შეადგენს.
უძველესი დასახლებების კვალი ძვ. წ. III საუკუნით თარიღდება.