ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბილი
ცნობარი

ბილი (გერმ. Biel ფრანგ. Bienne) — ქალაქი შვეიცარიაში, ბერნის კანტონში. მდებარეობს ბილის ტბის სანაპიროზე.

ბილი ბერნის კანტონის სიდიდით მეორე ქალაქია. მდებარეობს ზღვის დონიდან 434 მ სიმაღლეზე. ფართობი — 21,21 კმ².

ქალაქი მდებარეობს ენობრივ საზღვარზე (ასევე ეწოდება რიოშტიგრაბენი), შვეიცარიის ფრანგულად (რომანდია) დაგერმანულად მოლაპარაკე ნაწილების საზღვარზე. ქალაქში ორივე ენაზე საუბრობენ. რიცხობრივად კი გერმანულად მოსაუბრე ხალხი (მოსახლეობის 55,4%) შედარებით მეტია, ვიდრე ფრანგულად მოსაუბრე. ყველა ოფიციალური დოკუმენტი (ქუჩების სახელები, ავტობუსის გაჩერების სახელები და სხვა) ორივე ენაზე ფორმდება.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.