საფრანგეთის საზღვრთან, ალპების ძირში, დასავლეთ ევროპის უდიდესი ჟენევის ტბის ნაპირზე გაშენებულია ქალაქი ჟენევა. ეს კოსმოპოლიტური ქალაქი ცხოვრობს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებით. წლის განმავლობაში იმართება მრავალი თეატრალური წარმოდგენა, კონცერტი, გამოფენა, ფესტივალი, კულტურული დღესასწაული. აქ მდებარეობს 30-მდე მუზეუმი. მდინარე რონის მარცხენა ნაპირზე, მაღლობზე მდებარეობს ქალაქის ცენტრი რატუშითა და ტაძრით, მარჯვენა ნაპირი კი “საერთაშორისო ჟენევას'' წარმოადგენს, რადგან აქ მდებარეობს გაეროს, საერთაშორისო წითელი ჯვრისა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების შენობები. ეროვნებათა სასახლეში ყოველწლიურად 500-მდე სხვადასხვა კონფერენცია და კონგრესი იმართება, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჟენევის უნიკალური ღირსშესანიშნაობაა ერთ-ერთ მოედანზე მდებარე ყვავილების საათი. საათის დიამეტრი 5მ-ია, წამმზომი ისრის სიგრძე კი -2.5მ. ამ საათს 65 ათასამდე ყვავილი ესაჭიროება. ჟენევა ძალიან ელეგანტური ქალაქია, აქ წარმოდგენილია ფრანგი მოდელიორების იტალიური ფეხსაცმლის ფირმებისა და ნიუ-იორკელი იუველირების ნაწარმი.
ჟენევის ტბის სანაპიროზე აღნიშვნას იმსახურებს ასევე ქალაქი ლოზანა. 1994 წელს ის ოლიმპიურ დედაქალაქად გამოცხადდა, ვინაიდან 1915წ-დან აქ მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა. აქვე მდებარეობს მსოფლიოში ერთადერთი ოლიმპიური მუზეუმი.
შვეიცარიული რივიერის მარგალიტად წოდებული მონტრიო ლოზანიდან დაახლოებით 40კმ-ზე მდებარეობს ჟენევის ტბის პირას. აქ ტურისტებს ემსახურება როგორც სუპერთანამედროვე, ისე ძველი სასტუმროები, სამორინეები, კაფეები, ბარები, რესტორნები, ბუტიკები და მაღაზიები. ამ ადგილებში საიამოვნებით ისვენებდნენ ჰემინგუეი, რუსო, ბაირონი, სტრავინსკი, ნაბოკოვი. მის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას შიიონის ციხე-სიმაგრე (მე-13ს.) წარმოადგენს.
ვევეი შვეიცარიის რივიერის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. აქ წლების მანძილზე ცხოვრობდა დოსტოევსკი. სანაპიროზე დგას ჩარლი ჩაპლინის ძეგლი, ნიშნად იმისა, რომ ჩარლის ძალიან უყვარდა ეს წყნარი და მყუდრო ქალაქი.
ლიუცერნი ცნობილი გახდა უჩვეულოდ ლამაზი მდებარეობის წყალობით. ქალაქის ღირსშესანიშნაობაა მე-14 საუკუნის ხის ხიდი, რომელიც უძველესია ევროპაში.
ტიჩინოს კანტონი ქვეყნის ყევლაზე მონახულებადი საკურორტო რაიონია. ქალაქები ლუგანო, ლოკარნო და ასკონა ყველას ხიბლავენ თავისი იტალიური კოლორიტით, თავისებური არქიტექტურით, ყოველი წლის ივლისში, ქ. ლოკარნოში საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება.
შვეიცარია სტუმრებს არამარტო კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით იზიდავს, არამედ მსოფლიო პოპულარობის მქონე სამთო-სათხილამურო კურორტებითაც. ხშირი სარკინიგზო და საბაგირო გზების ქსელი ალპების ფერდობებს ფარავს, რაც ტურისტებს მთებში თავისუფლას გადაადგილების საშუალებას აძლევს. სტუმრებისთვის აქ მრავალი გასართობია. ალპინიზმის, თხილამურებით, ციგებით, ციგურებით სრიალის გარდა, აქ ეწყობა ისეთი ეგზოტიკური გართობა, როგორიცაა მაგალითად, სკი-ჯორინგი(ცხენებშებმული მოთხილამურეების შეჯიბრი), კრიკეტი, პოლო, გოლფი და ეს ყველაფერი ტბების გაყინულ ზედაპირზე. ზაფხულში პოპულარულია წყლის თხილამურები, იალქნიანი სპორტი და სროლა. მთებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მაღალ დონეზე არამარტო სატრანსპორტო ქსელისა და გართობის მრავალი სახეობის არსებობა მეტყველებს, არამედ სასტუმროთა დიდი რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ვარირებენ ფასებისა და კომფორტის დონით.
განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს შვეიცარიის კურორტები. სენტ-მორიცი ქვეყნის უძველესი და მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. აქაურ მშრალ კლიმატს “შამპანურის კლიმატს'' უწოდებენ: 322 მზიანი დღე წელიწადში, თოვლის სტაბილური საფარი და წყნარი ამინდი კურორტს დასვენების და გართობის ცენტრად აქცევს. აქ არის უძველესი სათხილამურო სკოლა, ორჯერ გაიმართა ოლიმპიური თამაშები(1928 და 1948). ახლა იმართება შეჯიბრებები ბობსლეიში, კრიკეტში, ვინდსერფინგში, ჩოგბურთში, სნოუბორდში, ფიგურულ სრიალში, გოლფსა და პოლოში. სამთო მწვერვალებმა სენტ-მორიცი ალპინიზმის ცნობილ ზონად აქცია. 1.5 მილიონი ტურისტი სტუმრობს წელიწადში კურორტს. ასევე დატვირთულია კურორტის კულუტრული ცხოვრება, ყოველწლიურად 150-მე საინტერესო ღონისძიება იმართება, მაგალითად ძველი ავტომობილების რბოლა, იახტების რეგატა, კლასიკური მუსიკის გრანდიოზული კონცერტები და სხვა.
ისტორია
ჟენევას პირველად იულიუს კეისარი მოიხსენიებს ძვ. წ. I საუკუნეში. შუა საუკუნეებში თვითმმართველობასა და სხვა პრივილეგიებს მიაღწია.. XIV-XV საუკუნეებში განთქმული იყო თავისი ბაზრობებით, მოგვიანებით საბანკო-საკრედიტო ოპერაციების ცენტრი გახდა. XVI საუკუნეში იყო შვეიცარიის კონფედერაციის "მოკავშირე მხარე". 1536 წელს გატარდა ჯერცვინგლის, შემდეგ - კალვინისტური რეფორმაცია, რომლის დროს კალვინიზმის ევროპული ცენტრი გახდა. 1584 წელს დადო "საუკუნის კავშირი" ბერნთან და ციურიხთან. 1798-1814 წწ. ეკუთვნოდა საფრანგეთს. 1815 წელს წარმოადგენდა შვეიცარიის 22-ე კანტონს.
ჟენევა საერთაშორისო კონფერენციების მოწვევის ტრადიციული ადგილი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დაწესებულებების ადგილსამყოფელია (გაერო, წითელი ჯვარი...). არის ტურიზმის მნიშვნელოვანი კერა.
ღირსშესანიშნაობები
-
სენ-პიერის ტაძარი (XII ს.)
-
სენტ-მარი-მადლენის ტაძარი (XIV-XV სს.)
-
სასახლე ენარი (1817-1821 წწ.)