ბიგ-ბენი (ინგლ. Big Ben) — უესტმინსტერის სასახლის ექვსი ზარიდან ყველაზე დიდი ზარის სახელი, ხშირად ამ სახელს თვითონ საათის კოშკსაც მიაკუთვნებენ, რომელსაც 2012 წლის სექტემბრიდან ოფიციალურად „ელისაბედის კოშკი“ ქვია. კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს, ხოლო თვითონ კოშკი, მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა . კოშკის მშენებლობა 1858 წელს იქნა დასრულებული, მისი 150-ე წლისთავი კი 2009 წლის 31 მაისსაღინიშნა, რომლის დროსაც სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. კოშკი, როგორც ლონდონის ასევე ინგლისისყველაზე თვალშისაცემი სიმბოლო გახდა და ხშირად ლონდონში გადაღებული ფილმების მთავარ მოქმედების ობიექტს წარმოადგენს.
სახელი
ამ სახელის წარმოქმნასთან დაკავშირებით ორი თეორია არსებობს. პირველის თანახმად, იმ დროისთვის ყველაზე მძიმე 13,7 ტონის ზარმა თავისი სახელი ბიგ-ბენი (დიდი ბენი) სერ ბენჟამინ ჰოლის. პატივსაცემად მიიღო, რომელიც ზარის ჩამოსხმის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. სხვა ვერსიის თანახმად, ბიგ-ბენი დარქმეულ იქნა ბენ კაუნტის იმ დროს ძალიან პოპულარული მძიმე წონიანი ბოქსიორის პატივსაცემად.
ელისაბედის კოშკი (თავდაპირველად საათის კოშკი), ასე დედოფალ ელისაბედ II-ის საპატივსაცემლოდ, მისი ბრილიანტის იუბილეს წელს წოდებული, აშენებულ იქნა, როგორც ჩარლზ ბერის ახალი სასახლის დიზაინის ნაწილი, მას შემდეგ, რაც უესტმინსტერის ძველი სასახლე დიდად დაზიანდა 1834 წლის 16 ოქტომბრის ღამეს მომხდარი ხანძრის შედეგად. ახალი პარლამენტი ნეო-გოთიკურ სტილში აშენდა. იმისდა მიუხედავად, რომ ბერი სასახლის მთავარი არქიტექტორი იყო, საათის კოშკის დიზაინისთვის მანავგუსტუს პიუჯინს მიმართა, რომლის დიზაინიც ძალიან ჰგავს პიუჯინის ადრეულ დიზაინებს, მაგალითად ისეთს, როგორი დიზაინის კოშკიც სკერისბრიქ ჰოლშია. ელისაბედის კოშკი პიუჯინის უკანასკნელი ნამუშევარი იყო, მოკლე პერიოდის შემდეგ ის საბოლოოდ გაგიჟდა და გარდაიცვალა. პიუჯინმა, ბერის მასთან ბოლო ვიზიტამდე, რათა მისი ნახაზები წაეღო, თავისთვის ჩაიწერა: „ჩემს ცხოვრებაში მისტერ ბერისთვის ასე თავგამოდებით ჯერ არ მიმუშავია, ხვალისთვის ჩემს ყველა ნახაზს წარვუდგენ, რათა მისი ზარის კოშკი დამთავრდეს — ის მშვენიერია“. კოშკი დაპროექტებულია პიუჯინის ცნობილ გოთური აღორძინების სტილში, ის 315 ფუტი (96.0 მ) სიმაღლისაა (დაახლოებით 16 სართულიიანი შენობის სიმაღლის).
კოშკის ქვედა ნაწილი, რომელიც 61 მეტრი (200 ფტ) სიმაღლისაა, ანსტონის ქვიშისფერი კირქვის აგურითაა მოპირკეთებული. კოშკის დანარჩენი ნაწილი დამშვენებულია თუჯის წვეტოვანი სახურავით. კოშკი აშენებულია 15,2 მეტრის კვადრატულ ტივზე, რომელიც მიწის ქვეშ 4 მეტრ (13 ფტ) სიღრმეზე მდებარე 3 მეტრი (10 ფტ) სისქის სქელი ბეტონისგანაა დამზადებული. საათის ოთხივე ციფერბლატი მიწის ზედაპირიდან 54,9 მეტრის სიმაღლეზე არიან. კოშკის შიდა მოცულობის ფართობი კი 4,650 კუბურ მეტრს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ კოშკი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთია, უცხოელი მნახველებისთვის კოშკი შიგნით შესვლა აკრძალულია, ხოლო დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს მისი დათვალიერება და ტურების მოწყობა, მხოლოდ პარლამენტში მათ წარმომადგენელთან სპეციალური წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ კოშკს არ გააჩნია ლიფტი და მნახველებს მის კენწოროში მოსახვედრად 334 კიბის ფეხით ავლა უწევთ.
საინტერესო ფაქტები
-
საათის ოთხი ციფერბლატიდან თითოეულის საფუძველში მდებარეობს ლათინური წარწერა „Domine Salvam fac Reginam nostram Victoriam primam“ („ღმერთო, დაიფარე ჩვენი დედოფალი ვიქტორია“).
-
კოშკის პერიმეტრზე, საათის მარჯვნივ და მარცხნივ, მდებარეობს სხვა ლათინური ფრაზა — „Laus Deo“ („მადლობა ღმერთს“ ან„დიდება ღმერთს“)
-
ბიგ-ბენში იყო ციხე, რომელშიც ძალიან თავზე გასულ პარლამენტარებს ათავსებდნენ. ამ ციხის ბოლო პატიმარი ქალების უფლებებისთვის მებრძოლი ემელინ პანკჰიორსტი იყო. ამჟამად პარლამენტის გვერდზე მისი ძეგლი დგას.