იაპონიის ფლორა
იაპონიის ფლორა გამოირჩევა მრავალფეროვანებით. იაპონიაში ხარობს დაახლოებით 4500-მდე მცენარის სახეობა (3950 ანგიოსპერმის, 40 ჰიმნოსპერმისა და 500 გვიმრის ადგილობრივი ჯიშები) ამათგან ანგიოსპერმისა და ჰიმნოსპერმის 1600-მდე სახეობა ენდემურია.
მცენარეთა ნაირსახეობების სიმრავლე საოცრად მრავალფეროვანი კლიმატის ანარეკლია, რომელიც დამახასიათებელია 3500 კილომეტრზე (2175 მილი) ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმული იაპონიის არქიპელაგისთვის. საუცხოო კლიმატურ მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს ტემპერატურათა ფართო დიაპაზონი და გამორჩეული უხვნალექიანობა, რაც ქმნის ნოყიერ გარემოს მრავალფეროვანი ფლორისთვის. იაპონიის 70% ტყის საფარითაა დაფარული, რაც მკვეთრ გავლენას ახდენს კლიმატზე. ფოთლები იცვლიან ფერს წელიწადის დროების შესაბამისად.
მცენარეთა სახეობები განაწილებულია შემდეგი ხუთი ზონის მიხედვით, რომლიც განლაგებულია აღმოსავლეთ აზიის ზომიერი ჰავის ზონაში: (1) სუბტროპიკული ზონა, რომელიც მოიცავს რიუკიუს და ოგაშავარას კუნძულთა ერთობლიობებს; (2) თბილი ტემპერატურის ზონა ფართოფოთლოვანი და მარადმწვანე ტყეებით, რომელიც ვრცელდება სამხრეთ ჰონშიუს, შიკოკუს და კიუშიუს უმეტეს ნაწილზე, რომლის ნიშანდობლივი მახასიათებელი არის მუხის ხის სხვადასხვა ჯიშები, კერძოდ, შიი და კაში; (3) გრილი ტემპერატურის ზონა ფართოფოთლოვანი და პერიოდულად ფოთოლმცვენი ტყეებით, რომელიც ვრცელდება ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჰონშიუს და აგრეთვე ჰოკაიდოს სამხრეთ- აღმოსავლეთ ნაწილზე; აქ ხშირად გვხვდება იაპონური წიფელი და სხვადასხვა ფართოდ გავრცელებული სახეობის ხეები; (4) სუბალპური ზონა, რომელიც ვრცელდება ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჰოკაიდოზე; აქ შედის წიწვოვანი მცენარეები, როგორიცაა სახალინური სოჭი და იესსო-ს ნაძვი; (5) ალპური ზონა, ვრცელდება ჰონსიუს ცენტრალურ მთიანეთსა და ჰოკაიდოს ცენტრალურ ნაწილში, სადაც ხარობენ ალპური მცენარეები, მაგალითად კომაკუსა (Dicentra Peregrina).
იაპონიისთვის დამახასიათებელი მცენარეები
მაცუ და სუგი (იაპონური ფიჭვი და კედარი) გავრცელებულია იაპონიის მთელს არქიპელაგზე და ასევე გვხვდება ქვეყნის სამხრეთის თბილ რეგიონებშიც; ორივე მცენარე იაპონელი ხალხისათვის ძალზედ ცნობილია.
ფიჭვის ხეები თვალწამრტაც პეიზაჟებს ქმნიან და მათ შორის განთქმულია კიოტოს პერფექტურის ამანოჰაშიდატე, სადაც ქვიშოვან სანაპიროზე თანმიმდევრულად დარგული 6000- ზე მეტი ფიჭვის ხე უმშვენიერეს ზღაპრულ ხედს ქმნის. ფიჭვის ხეები, რომელთა სიმაღლე ხშირად 40 მეტრს აღწევს, სანაპირო ზოლზე გამოიყენება ქარსაცავად მაშინ, როცა პატარა ფიჭვის ხეებს იყენებენ ბონსაისთვის, ან ბაღებისა და სახლების გასალამაზებლად.
იაპონიაში ფიჭვი წმინდა ხედ მიიჩნევა. ძველად ადამიანები თაყვანს სცემდნენ ბუნებას და მცენარეებსა და ხეებში ხედავდნენ ღვთაებრივი სულის მინიშნებებს. მაგალითად, ოდესღაც თაყვანს სცემდნენ მარადმწვანე ხეებს: ფიჭვს, კედარს, კვიპაროსს, რადგანაც მათ მოიზრებდნენ ზეციდან ჩასახლებული ღვთაებების საცხოვრისად. დღემდე შემონახული რიტუალებიდან აღსანიშნავია კადომაცუ, რაც სიტყვასიტყვით აღნიშნავს “კარიბჭის ფიჭვს” და წარმოადგენს სახლის შემოსასვლელების საახალწლოდ ფიჭვის ნედლი ტოტებით მორთვის ტრადიციას, რადგანაც იაპონელებს სწამდათ, რომ ამ ხერხით ღმერთებს საკადრისად მიიღებდნენ და პატივს მიაგებდნენ.
ფლორა ყოველდღიურ ცხოვრებაში
თუკი არსებობს ხე, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს იაპონიას, მაშინ ეს არის საკურა (ალუბლის ხე). საკურა, რომელიც აგრერიგად მშობლიურია იაპონიისთვის, უძველესი დროიდანვე იაპონელმა ხალხმა განსაკუთრებულ ხედ გამოარჩია. თანამედროვე იაპონელები ეგებებიან გაზაფხულზე აყვავებულ ალუბლის ხეებს ჰანამის (ყვავილების დღე- სასწაული) აღსანიშნავად და წელიწად- ის ამ დროს ეს დღესასწაული მრავალ- ფეროვანი ცერემონიით აღინიშნება სკოლებსა თუ სხვადასხვა კომპანიებში. ტელევიზიები ავრცელებენ ამინდის პროგნოზს და გაზეთებში იბეჭდება რუქები “ალუბლის ყვავილობის ადგილებისკენ მიმართულებათა შესახებ“, რადგან ყვავილობა იწყება ოკინავას ჩრდიოლოეთიდან და მთავრდება ჰოკაიოდში.
შემოდგომის დრო, როდესაც ფოთლები სხვადასხვაფრად იფერებიან, ბუნების სილამაზის განსხვავებულ აღქმას გვთავაზობს. გადმოცემის თანახმად, საუკუნეების წინ ხალხი წელიწადის ამ დროს ხეების ქვეშ მღეროდა და ცეკვავდა. დღეს კი, უმეტესწილად, ქალაქში მცხოვრები იაპონელები მანქანითა და მატარებლით მიემგზავრებიან შემოდგომის ფერების, განსაკუთრებით კი ნეკერჩხლის ფოთლების სანახავად.
ეკოლოგიის საკითხი
დღევანდელ ინდუსტრიულ იაპონიაში, მცენარეებმა დაკარგეს ძველი მნიშვნელობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდა ბუნების რესურსის დაუზოგავი გამოყენება, ხეების უმოწყალო გაჩეხვა, გარემოს დაბინძურება, ხალხი, საბოლოო ჯამში, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს დაცვა და რეაბილიტაცია.