ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საფრანგეთის ისტორია
ცნობარი

საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ქვეყანაში პირველი დასახლებები ჯერ კიდევ ადამიანის განვითარების ადრეულ სტადიაში ჩნდება და ძვ.წ 40,000 წლით თარიღდება. აღმოჩენილია მრავალი არქეოლოგიური ძეგლი. საფრანგეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის ინტენსიური დასახლება დაიწყო ზემო პალეოლითის დროიდან.

საფრანგეთის მნიშვნელოვანი განვითარება დაიწყო რკინის ხანიდან, ქვეყნის სამხრეთ სანაპირო ზოლზე დაარსდა ბერძნული კოლონიები. ბერძენი და რომაელი მწერლები აღნიშნავდნენ რომ ქვეყანა შედგებოდა სამი ეთნიკური ჯგუფისაგან: გალებისგანაკვიტანიელებისგან და ბელგიებისგან. ამ სამი ჯგუფიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი იყო გალების ერთობა, ისინი თავიანთ გალურ ენაზე საუბრობდნენ. უკვე ძველი წელთაღრიცხვის მიწურულისთვის ამ მიდამოებში რომაელთა და კართაგენელთა კოლონიები ჩნდება. რომის რესპუბლიკამ დაიპყრო სამხრეთ გალია და შეიქმნა ნარბონის გალიის რომაული პროვინცია. ძვ.წ. II საუკუნეში იულიუს კეისარმა შეძლო გალიის სრულად დაპყრობა, აქ ძვ.წ 58–51 წლებში იმართებოდა გალური ომები. ამის შემდგომ აღმოცენდა გალურ-რომაული კულტურა და რეგიონი ინტეგრირდა რომის იმპერიაში.

რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, გალია განიცდიდა ბარბაროსთა თავდასხმებს, მოგვიანებით ამ ტერიტოირაზე გერმანელი ფრანკები მიგრირდნენ. ფრანკთა მეფის ხლოდვიგ I-ის მმართველობის დროს V საუკუნის გვიან პერიოდში ფრანკთა სახელმწიფო დომინიონი გახდა მთელს რეგიონში. ამ სახელმწიფომ ძლიერების ზენიტს მიაღწია კარლოს დიდის დროს. ფრანკების სახელმწიფო უკვე იმპერია გახდა, სამეფოს კაროლინგების დინასტია მართავდა, 843 წელს კი ფრანკთა იმპერია დაიშალა. საფრანგეთის სათავეში კაპეტინგების დინასტია მოექცა. პირველი კაპეტინგი მმართველი იყო ჰუგო კაპეტი, ის მეფე 987 წელს გახდა. კაპეტინგები ვალუას დინასტიამ შეცვალა, 1337 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაიწყო ასწლიანი ომი, ომი დასრულდა 1453 წელს. ამის შემდეგ საფრანგეთში თანდათანობით ყალიბდება აბსოლუტური მონარქია. მომდევნო საუკუნეებში საფრანგეთი გავრცელდა რეფორმაცია, ევროპის მსგავსად აქაც მიმდინარეობდა რელიგიური ომები. გვიან, XVIII საუკუნეში საფრანგეთში მოხდა რევოლუცია. ქვეყანაში დაემხო მონარქია, ამ მოვლენამ სამუდამოდ შეცვალა საფრანგეთის მომავალი. იგი რესპუბლიკური მმართველობის ქვეყანა გახდა, რამდენიმე წლის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტიმ ქვეყანა ერთ-ერთ უძლიერეს იმპერიად აქცია. ნაპოლეონის დამარცხება გამოიწვია მისმა ომებმა, ქვეყანაში მოხდა მონარქიის რესტავრაცია1852 წელს საფრანგეთში კვლავ შეიქმნა იმპერია, 1870 წელს კი ქვეყანა მესამედ რესპუბლიკური სახელმწიფო გახდა.

საფრანგეთი წარმოადგენდა ანტანტის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს, სწორედ მან დიდი ბრიტანეთთან და რუსეთთან ერთად შეძლო პირველ მსოფლიო ომში გამარჯვება. საფრანგეთი აგრეთვე იყო მოკავშირე სახელმწიფომეორე მსოფლიო ომში, თუმცა ამის მიუხედავად ნაცისტურმა გერმანიამ შეძლო ორ თვეში ქვეყნის დაპყრობა. საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა დაიშალა, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი უშუალოდ შეუერთდა გერმანიის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს, ხოლო სამხრეთში შეიქმნა ვიშის რეჟიმი. ომის დასასრულს ქვეყანა გათავისუფლდა, საფრანგეთში შეიქმნა მეოთხე რესპუბლიკა, 1958 წელს კი მეხუთე რესპუბლიკა. ომის შემდგომ დაიშალა საფრანგეთის კოლონიური იმპერია, სახელმწიფოთა უმრავლესობამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო ტერიტორიათა გარკვეული ნაწილი კვლავ დარჩა საფრანგეთის შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანა გაწევრიანდა გაეროშიევროკავშირსა და ნატოში.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.