ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად საჭირო ინსტრუქცია
09 მარტი, 2017

"ბევრი მოგვმართავს დიდ ბრიტანეთის ვიზებთან დაკავშირებული შეკითხვებით.

შევეცდებით ზოგიერთ თქვენს შეკითხვას გავცეთ პასუხი.

ამასთან შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში არ გასცემს დიდი ბრიტანეთის ვიზებს. 
საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გაიცემა სტამბულში დიდი ბრიტანეთის გენერალურ საკონსულოში.

სავიზო განაცხადი ივსება ონლაინ https://www.visa4uk.fco.gov.uk/home/welcome, აქვე ნიშნავთ შეხვედრას და იხდით სავიზო მოსაკრებელს.

სავიზო განაცხადის, პასპორტის და სხვა საბუთების შეტანა ხდება ოფიციალურ სააგენტო "ტელეპერფორმანსში" რომელიც თბილისში ბესიკის ქ. 4-ში მდებარეობს. 
https://uk.tlscontact.com/ge/tbs/splash.php

ამ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ბმულები, რომელიც დაგეხმარებათ ვიზის ტიპის არჩევაში და სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიებაში.

დამატებითი რჩევებისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს."

British Embassy Tbilisi

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.