ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის და შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს
17 თებერვალი, 2016

2016 წლის სექტემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „ვიზეარის“ ბაზა იხსნება. ეს რეგიონში კომპანიის პირველი ბაზა იქნება. ამასთან, ავიაკომპანია შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს ევროპის მიმართულებით.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ავიარეისებს განახორციელებს ბერლინში, მიუნხენში, ლარნაკაში, სოფიაში, მილანსა და დორტმუნდში კვირაში ორჯერ, ხოლო კვირაში სამჯერ - სალონიკში. შესაბამისად, ავიაკომპანია ავიარეისებს შეასრულებს საქართველოდან 11 მიმართულებით ევროპის რვა ქვეყანაში. ბილეთის ფასი 24.99 ევროდან დაიწყება.

ბაზირების და მიმართულებების დამატების შესახებ განცხადება გააკეთეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და ავიაკომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა დაგ ოლივიერმა

ავიაკომპანია „ვიზეარის“ ახალი მიმართულებები საქართველოდან:

►ქუთაისი - ბერლინი ორშაბათი, პარასკევი 23 სექტემბერი 2016 EUR 39.99

►ქუთაისი - მიუნხენი (მენინგემი) ორშაბათი, პარასკევი 23 სექტემბერი 2016 EUR 39.99

►ქუთაისი - მილანი ოთხშაბათი, კვირა 25 სექტემბერი 2016 EUR 39.99

►ქუთაისი - დორტმუნდი ოთხშაბათი, კვირა 25 სექტემბერი 2016 EUR 39.99
ქუთაისი - სალონიკი სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 2016 EUR 29.99

►ქუთაისი - ლარნაკა სამშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 2016 EUR 24.99

►ქუთაისი - სოფია სამშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 2016 EUR 29.99

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპის ყველაზე დიდი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნას რეგიონში პირველი ბაზა. „ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზა ავიაკომპანიისთვის წარმატებული იქნება, ის თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ასევე საქართველოს მოქალაქეებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს, რომ ევროპის სხვადასხვა მიმართულებით იაფად იმგზავრონ. მნიშვნელოვანია, რომ Wizz Air-ის ბაზა შექმნის ახალ სამუშო ადგილებს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, არამხოლოდ კულტურისა და ტურიზმის, არამედ ბიზნესისა და წარმოების დარგშიც. Wizz Air-ის მიაჩნია, რომ თვითმფრინავის ბაზირება და ადგილობრივი კადრების დასაქმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც საქართველოს, ასევე Wizz Air-ის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გვესმის ხელმისაწვდომი ფრენების აუცილებლობა, რაოდენ მნიშვნელოვანია ის რეგიონის ეკონომიური კეთილდღეობისთვის, რაც გახლდათ ავიაკომპანიის ბაზირების თანმდევი ეფექტი. ქუთაისში ახალი ბაზის გახსნა და ახალი ავიარეისების დამატება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ“ - აღნიშნა ავიაკომპანია Wizz Air-ის კომუნიკაციების დირექტორმა, დაგ ოლივიერმა.

ინფორმაციისთვის:

უნგრული ავაიაკომპანია „ვიზეარი“ 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომანიის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს. 
2015 წელს ავიაკომპანია „ვიზეარმა“ გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი 2,600 მაღალკავიფიციურ კადრს მოიცავს. ამავე წელს „ვიზეარი“ მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიოს ტრანსპორტის ჟურნალის მიერ მოწინავე ავიაკომპანიად აღიარეს.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფლობს და ოპერირებას უწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად განახლდა 2012 წელს და წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.

 


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.