ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
5 მიზეზი რატომ უნდა ესტუმროთ “ვარძია რეზორტს“
07 აგვისტო, 2018

თბილისში ხართ და ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავთ, შავი ზღვის სანაპირო თქვენთვის საკმარისი არ არის და რაღაც განსაკუთრებულს - სასიამოვნოს, კომფორტულსა და ისტორიულად მნიშვნელოვანს ეძებთ...

იქნებ მათ შორის ხართ ვისაც უცხოელი სტუმრები ჰყავს და  მათთვის საქართველოს ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობას გეგმავს...

ან იქნებ ოჯახთან ერთად, უბრალოდ მშვიდ გარემოში გსურთ დასვენება...

ან იქნებ...

ამ ყველა სურვილის ასრულებისთვის თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო შემოთავაზება სამხრეთ საქართველო, ისტორიული სამცხე-ჯავახეთი იქნება.

ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი გულგრილს არავის დატოვებს, თუმცა თუ „ვარძია რეზორტს“ ესტუმრებით შთაბეჭდულება უფრო მძაფრი იქნება.

ჩვენ 5 მიზეზს გეტყვით რატომ უნდა ესტუმროთ „ვარძია რეზორტს“:

გამორჩეული ლოკაცია: „ვარძია რეზორტის“ კომპლექსი ისტორიულ მესხეთში, ჭაჭკარის ხევში, ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ვრცელ ფართობზე გადაჭიმული კომპლექსი ერთბაშად გიზიდავს. ინფრასტრუქტურა და არქიტექტურა სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ლანდშაფტთან იდეალურად არის შერწყმული. აქ შეგიძლია ყველაფერს გამოექცე - ქალაქში გაუსაძლის სიცხეს თუ ყოველდღიურ პრობლემებს. ულამაზეს ვარძიაში სიგრილე და კომფორტული გარემო დაგხვდებათ. ხედები აღგაფრთოვანებთ და აქ ყოფნისას ხვდებით როგორი მდიდარია ბუნება.

სერვისი: მასპინძლებმა სტუმრების ფასი კარგად იციან, ყოველთვის ზრუნავენ მათზე და ამიტომაც გაკვირვებას არ იწვევს, რომ სასტუმრო Booking.com-ზე საქართველოს საუკეთესო სასტუმროებს შორისაა. ის საყვარელი ადგილია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის და მისი რეიტინგი Booking.com-ზე 9.4-ია. „ვარძია რიზორტი“ თავისი გუნდით იმ უმაღლესი ხარისხის მომსახურებით გიმასპინძლებთ, რაც საჭიროა თქვენი სიამოვნებისა და კომფორტისთვის.

მრავალმხრივი შეთავაზებები: აქ არჩევანი დიდია. აუცილებლად ნახავთ იმას რას დაგაინტერესებთ. კულინარიით ხართ გატაცებული? მასტერკლასებში შეძლებთ მონაწილეობას - შეგიძლიათ აქვე უძველეს ფურნესა და თონეში თავად გამოაცხოთ მესხური ქადა, ხაჭაპური და პური; ჭანჭურისა და თუთის ბადაგში ამოავლოთ ჩურჩხელა, მონაწილეობა მიიღოთ არყის ხდის პროცესში და ჩაშუშული ხინკლის მოხვევაში.

იქნებ საფეხმავლო ტურები გიზიდავთ -  ისტორიული ტაძრების მონახულებას და ვარძიის კომპლექსში ვიზიტს წინ არაფერი უდგას. უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით, აქ ბევრ საინტერესოს ნახავთ და გაიგონებთ.

თუ თქვენი არჩევანი გართობაა - საამისოდაც ყველა პირობაა. ბილიარდი, სამაგიდო თამაშები. შეგიძლიათ თავი მშვილდის ტყორნაშიც გამოცადოთ.

„ვარძია რეზორტი“ იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისთვის. კომპლექსში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებით სიამოვნება მიიღოთ. პატარებისთვის აქვეა საბავშვო მოედანიც, ოჯახის წევრებს კარაოკეშიც შეგიძლიათ გაეჯიბროთ და პროცესი კიდევ უფრო სახალისო გახადოთ, შეგიძლიათ ბატუტზეც იხტუნოთ პატარებთან ერთად და დატკბეთ ბუნების საჩუქრით და ადამიანის შექმნილი დახვეწილი სერვისებით. თუ ოჯახთან ერთად გსურთ დასვენება „ვარძია რეზორტი“ განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ, სამუშაო დღეებში საოჯახო პაკეტის შეძენის შემთხვევაში 22%-ანი ფასდაკლება სასტუმროს ნომრებზე, რესტორანში კი 10%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლებთ.

გამორჩეული საცურაო აუზები: ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით ღირებულია აუზი. „ვარძია რეზორტი“ ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია.  არჩევანი თქვენზეა, სად მოისურვებთ გაგრილებას. სპორტულ თუ კლდის ქიმზე მოწყობილ აუზში, საიდანაც ვარძიის ულამაზესი ხედი იშლება, რომელიც „ვარძია რეზორტის“ სტუმრების საყვარელი ადგილია ფოტო სესიისთვის. აქვე ახლოს ნახავთ შვიდ ბუნებრივ აუზს, რომლებიც სავსეა სხვადასხვა სახის თევზით.

აღსანიშნავია, რომ „ვარძია რეზორტი“, საიდანაც ვარძიის სამონასტრო კომპლექსზე იშლება ხედი,  სასტუმროს ოთახების გარდა მომხმარებელს სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულ კოტეჯებშიც სთავაზობს დასვენებას. ამ შემთხვევაში სტუმრებს  რეზორტის სრული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, თუმცა ნომრების დაჯავშნა კოტეჯებში გაცილებით დაბალი ფასით არის შესაძლებელი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.