ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
6 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ ბათუმს გაზაფხულზე
18 მარტი, 2016

ზამთრის ცივი და პირქუში დღეები წარსულს ჩაბარდა, დროა ჩაალაგოთ ჩემოდანი და გაზაფხულის დადგომას ბათუმში შეხვდეთ. სითბო და მზიანი ამინდები საშუალებას მოგცემთ სრულყოფილად დაათვალიეროთ ბათუმი, რომელიც მარტივად აერთიანებს ძველ და ახალ არქიტექტურას, უძველეს ტრადიციებსა და ინოვაციებს.

 

გთავაზობთ 6 მიზეზს თუ რატომ უნდა ეწვიოთ ბათუმს გაზაფხულზე

 

 

ბულვარის გაშენება 1881 წლიდან დაიწყო. მისი შექმნის იდეა ბათუმის ოლქის გუბერნატორს ა. ი. სმეკალოვს ეკუთვნის, რომელმაც ზღვისპირა ბულვარის გაშენება ცნობილ გერმანელ მებაღეს - რესელერს დაავალა. ბულვარმა თავისი არსებობის ისტორიაში განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეისათვის მისი სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს. 1977 წლიდან ბულვარში ფუნქციონირებს ფერადი მოცეკვავე შადრევნები, რომლის არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ქართველ ავტორ გ. ერქომაიშვილს. 2008 წლის სექტემბერში შადრევანი განახლებული სახით დაუბრუნდა ქალაქს. ბულვარის სანაპირო ზოლი ბუნგალოებით, კაფე–ლაუნჯებით, რესტორნებით, საბავშვო ატრაქციონებით, თანამედროვე დიზაინის სკამებით, სკულპტურებითა და ახალი ფანტანებით დამშვენდა და იგი ქალაქის სტუმრებისათვის ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

 

# 2. ველოსიპედით გასეირნება

სანაპირო ზოლის დათვალიერება ველოსიპედითაც შეგიძლიათ - მცირე დროში გადაავლებთ თვალს მთელს სანაპიროს და ისიამოვნებთ შავი ზღვის ულამაზესი ხედებით.

 

# 3. ბათუმის ბოტანიკური ბაღი

თუ დასვენებას ბუნებაში ამჯობინებთ, თქვენთვის იდეალური არჩევანია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომლის ფლორაც გაგაოცებთ თავისი მრავალფეროვნებით - აქ შეხვდებით სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებულ მცენარეთა 5000-ზე მეტ სახეობას.

 

# 4. ლაშქრობა

ლაშქრობის მოყვარულებს გელოდებათ მტირალას ეროვნული პარკიკინტრიშის დაცული ტერიტორიები,ხიხაძირის ხეობა ულამაზესი ხედებით, უძველესი ციხე სიმაგრეებით, უნიკალური ფლორითა და ფაუნით.

 

# 5. ქართული სამზარეულო

მსოფლიოში ცნობილი ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი აჭარული კერძებია, განსაკუთრებით, აჭარული ხაჭაპური. გურმანებს აქ საოცარი კულინარიული მრავალფეროვნება გელით, თუმცა არც ალკოჰოლის მოყვარულები დარჩებიან იმედგაცრუებულნი. საქართველოში მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერა სწორედ აჭარაა, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღვინის უნიკალური სახეობები "ქედის ცოლიკაური" და "ჩხავერი".

 

# 6. კურორტი გოდერძ

თუ ზამთრის ნოსტალგია გაწუხებთ და ვერ შეელიეთ თოვლსა და თხილამურებს შეგიძლიათ მოინახულოთ სამთო-სათხილამურო კურორტი - გოდერძი. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე განლაგებული კურორტი იდეალური დასვენებისთვის გთავაზობთ სუფთა ჰაერს, შთამბეჭდავ ხედებს, ულამაზესი ბუნების პეიზაჟებს და კარგად აღჭურვილ სათხილამურო ტრასებს.


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.