ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ექსპედიცია #2 პროექტის: ,,აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში\" ფარგლებში
15 მაისი, 2016

მიმდინარე წლის 15-16 მაისს გურიის მხარის მუნიციპალიტეტებმა და ა/ს ,,ტურიზმი და რეალობა“-მ  უმასპინძლა პროექტის "აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში" რიგით მეორე ექსპედიციას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ექსპედიციის მონაწილეები ესტუმრნენ დაბა ჩოხატაურის კრიმანჭულის პარკს, ნიკო ბერძენიშვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეას, მოინახულეს ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტები: ერისთავების სასახლე და დენდრო პარკი, ბუკნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია, ბუკნარში გოგირდის მარილიანი წყალი, საოჯაო სასტუმრო - ,,ბიძია თომას ქოხი“, პროექტის მონაწილეები შეხვდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს, რომლებსაც ტურისტული სერვისების მიწოდება შეუძლიათ (შარაშიძეების მარანი-სოფელ ბუკისციხეში, ირემაძეების გლეხური მეურნეობა ბუკნარში). ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - შალვა რადიანის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ლიხაურის ციხე და მონასტერი, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი, მდ. აჭისწყლის ხეობა, აჭის წმ. გიორგის სახ. მონასტერი, საპიკნიკე ადგილები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო და სხვ. ზემოაღნიშნულ ინფორმაციას დაემატება ბევრი საინტერესო ობიექტი, რომელიც მოიპოვა და შეისწავლა გურიის მხარის მუნიციპალიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ "ტურიზმი და რეალობა". პროექტის ორგანიზატორები გულწრფელ მადლობას უხდიან საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგეობებს, ადგილობრივ მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაცია "ტურიზმი და რეალობა"-ს ექსპედიციის წარმატებით განხორციელებისთვის, სტუმართმოყვარე და თბილი დახვედრისათვის. გურიის პოპილარიზაციისთვის მოპოვებული ინფორმაცია გაშუქდება საქართველოს ტელესივრცეში, დამუშავდება ექსპერტების მიერ და აიტვირთება მსოფლიო ვებ პორტალზე www.travelgis.ge და მობილურ აპლიკაციაში TravelGIS ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.