ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის საერთაშორისო კონკურსის ყველა გამარჯვებული ღვინო და კომპანია
06 ივნისი, 2016

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WineExpo Georgia 2016-ის ფარგლებში, 3-4 ივნისს ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი — 8th International Wine Award — გაიმართა.

კონკურსზე ღვინის ნიმუშები წარდგენილი ჰქონდათ როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე მცირე და საოჯახო მარნებს, ჯამში 40 კომპანიის 153 სხვადასხვა დასახელების ღვინო.

კონკურსში წარმოდგენილი ღვინოები ენოლოგებით, საერთაშორისო ექსპერტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი — ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW — ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი- კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW — იაპონია), ღვინის მაგისტრი — რიჩარდ კერშაუ (Richard Kershaw MW – სამხრეთ აფრიკა), ისა ბალი (Isa Bal MS, ოსტატი სომელიე – თურქეთი), ენოლოგი — მიხეილ მესხი (ენოლოგი, საქართველო) და ღვინის ექსპერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი (საქართველო).

,,მე უკვე მეორედ მაქვს პატივი ამ მნიშვნელოვანი კონკურსის ჟიურის წევრი ვიყო. წელს, როგორც ჟიურის თავმჯდომარემ მინდა აღვნიშნო, რომ მისასალმებელია კონკურსში მონაწილეთა რაოდენობის ზრდა. გამოწვევა ძალიან დიდი იყო, დაახლოებით 150-ზე მეტი ძალიან კარგი ღვინო დავაგემოვნეთ, ამიტომ საუკეთესოების გამოვლენა ნამდვილად რთული აღმოჩნდა.

შესაბამისად, ყველამ, ვინც იმსახურებდა გამარჯვებას ჯილდო მიიღო. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კომპლექსური ქვეყანაა, საოცარი ნაზავია, ყველაფერი რაც კარგია საქართველოში ერთადაა თავმოყრილი. ასე, რომ მთელი ცხოვრება არ გვეყოფა ბოლომდე ვისწავლოთ ქართული ღვინო, მისი შესაძლებლობა და პოტენციალი. ქართული ღვინო უსაზღვრო და ამოუწურავია.

კონკურსის ჟიური საინტერესოდ იყო დაკომლექტებული — 4 უცხოელი და 2 ქართველი ექსპერტი. ქართველი კოლეგები შეფასების პარალელურად გვაცნობდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას. შესაბამისად, კონკურსის პროცესი ჩვენთვის სასიამოვნო და საგანმანათლებლო იყო“, — განაცხადა ტიმ ატკინმა.

4 ივნისს, საზეიმო ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მიისტრმა ოთარ დანელიამ და ჟიურის წევრებმა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები დააჯილდოვეს. კონკურსში ფარგლებში ჯილდო 114 დასახელების ღვინომ მიიღო. აქედან: ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა 62 სახეობის ღვინომ, ვერცხლის — 27, ოქროს მედალი — 16 სახეობის ღვინომ, სპეციალური — პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY) – 8 სახეობის ღვინოს გადაეცა. წლის საუკეთესო ღვინოდ კომპანიის ,,საწნახელი“ წარმოებული ღვინო ,,ქვევრის საფერავი რჩეული“ დასახელდა.

,,მეღვინეობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველა იმ ღონისძიების მხარდამჭერი, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. წელს, კონკურსში 100-ზე მეტი გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი და მისასალმებელია. კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები, სპეციალისტები და ღვინის ჟურნალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მართლაც მნიშვნელოვანია.

სწორედ მათ მიერ ქართული ღვინის აღიარება ხელს შეუწყობს მის პოპულარიაზციას საერთაშორისო ბაზარზე და კიდევ ერთხელ იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის აკვანია“, — აღნიშნა ოთარ დანელიამ.

,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia“ საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით უკვე მე-9 წელია ყოველწლიურად იმართება.

გამოფენაზე ტრადიციულად წარმოდგენილია როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები, შესაფუთი მასალა, მინის ტარისა და საცობის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები. გამოფენის ფარგლებში მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების სპეციალური კუთხეც ეწყობა.

ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი — 8th International Wine Award გამარჯვებული ღვინოებია:

• წლის საუკეთესო ღვინო

1. ქვევრის საფერავი რჩეული 2013 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)

• სპეციალური ჯილდო — ,,ოქროს ტროფი“

1. მანავი 2014 — თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

2. ქისი 2013 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

3. რქაწითელი 2013 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)

4. მწვანე 2012 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,ბაბანეურის მარანი“)

5. ოკალეში 2015 — წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

6. მუკუზანი გეორგიკა — წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

7. ქვევრის საფერავი რჩეული 2013 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)

8. ახაშენი — წითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)

• ოქროს მედალი

1. მანავი 2014 — თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

2. კახური მწვანე 2015- ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)

3. რქაწითელი 2014 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

4. რქაწითელი 2014 – ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

5. ქისი 2013 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

6. რქაწითელი 2013 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,შალაურის მარანი“)

7. მწვანე 2012 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,ბაბანეურის მარანი“)

8. ოჯალეში 2015 — წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

9. მუკუზანი გეორგიკა 2013 წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

10. მუკუზანი იბერიკა 2013 — წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

11. მუკუზანი 2009 — წითელი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

12. ქვევრის საფერავი 2015 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ვაზი +“)

13. ქვევრის რჩეული საფერავი 2013 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)

14. ქვევრის საფერავი 2013 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ფალავანი“)

15. ქვევრი საფერავი 2012 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,წინანდლის ძველი მარანი)

16. ახაშენი 2015 — წითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)

• ვერცხლის მედალი

1. ციცქა 2015 — თეთრი მშრალი (კომპანია „მარანული“)

2. კახური 2015 — თეთრი მშრალი (კომპანია „აგუნა“)

3. წინანდალი მიკიტანი 2014 — თეთრი მშრალი (კომპანია “CGW”)

4. ბესინი პრემიუმი 2013 — თეთრი მშრალი (კომპანია „ბესინი“)

5. მწვანე იბერიული 2013 — თეთრი მშრალი (კომპანია „შუმი“)

6. მწვანე 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ვაზიანი კომპანი“)

7. რქაწითელი 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ძმების მარანი“)

8. მწვანე ქვევრის 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ვაზი +“)

9. ხიხვი 2014 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „გრავისი“)

10. რქაწითელი მწვანე 2014 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „გოცას ღვინო“)

11. ქისი იბერიული 2014 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „შუმი“)

12. ალადასტური 2015 — წითელი მშრალი (კომპანია „გრავისი“)

13. მუკუზანი 2015 — წითელი მშრალი (კომპანია „მარანული“)

14. მუკუზანი-მიკიტანი 2014 — წითელი მშრალი (კორპორაცია ქართული ღვინო)

15. საფერავი 2014 — წითელი მშრალი (კომპანია „წინანდლის ძველი მარანი“)

16. საფერავი 2014 — წითელი მშრალი (კომპანია „ასკანელი ძმები“)

17. ვისმინო საფერავი (ნაფარეული) 2013 — წითელი მშრალი (კომპანია GWS)

18. საფერავი გეორგიკა 2013 — წითელი მშრალი (კომპანია „შუმი“)

19. მუკუზანი 2013 — წითელი მშრალი (კომპანია „აგუნა“)

20. მუკუზანი 2012 — წითელი მშრალი (კომპანია „ბატონო“)

21. საფერავი 2011 — წითელი მშრალი (კომპანია „ლაგვინარი“)

22. ოჯალეში 2015 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია „როილ დადიანი“)

23. კაბერნე 2015 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია „ვაზიანი კომპანია“)

24. ოცხანური საფერე 2015 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია „ლაგვინარი“)

25. ოცხანური საფერე 2013 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია „ლაგვინარი“)

26. საფერავი 2013 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია „შალაურის მარანი“)

27. ხვანჭკარა შუხმანი 2015 — წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“)

• ბრინჯაოს მედალი:

1. მანავი 2015 — თეთრი მშრალი (კომპანია „გიუაანი“)

2. მანავი კასრის 2015 — თეთრი მშრალი (კომპანია „გიუაანი“)

3. რქაწითელი 2015 — თეთრი მშრალი (კომპანია „მანაველი“)

4. რქაწითელი პრემიუმი 2014 — თეთრი მშრალი (კომპანია „მეღვინეობა დანიელი“)

5. წინანდალი ვაინმენი 2014 — თეთრი მშრალი (კომპანია „ვაინმენი“)

6. წინანდალი სანთელი 2014 — თეთრი მშრალი (კომპანია „ვაინმენი“)

7. მანავი 2014 — თეთრი მშრალი (კომპანია „ასკანელი ძმები“)

8. გურჯაანი 2014 — თეთრი მშრალი (კომპანია „კახეთის ღვინის მარანი“)

9. წინანდალი 2013 — თეთრი მშრალი (კომპანია „კახეთის ღვინის მარანი“)

10. მწვანე ივერია 2013 — თეთრი მშრალი (კომპანია „KTW”)

11. ჩინური 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ლაგვინარი“)

12. ქისი 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ვაზიანი კომპანი“)

13. რქაწითელი 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ტიბაანი“)

14. მწვანე ქვევრი ქარვისფერი — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „მანაველი“)

15. გურული მწვანე 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ლაგვინარი“)

16. მწვანე რჩეული ქვევრი 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „საწნახელი“)

17. ქისი რჩეული ქვევრი 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „საწნახელი“)

18. მწვანე ქვევრის 2014 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „გიუაანი“)

19. ჩინური 2014 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „გოცას ღვინო“)

20. მწვანე ქვევრის 2014 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ვაზი +“)

21. წარაფი ქვევრის 2014 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „მარანული“)

22. ბესინი ქვევრი 2014 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „კომპანია ბესინი“)

23. მარანული ქვევრის 2014 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „მარანული“)

24. რქაწითელი რეზერვი ქვევრი 2014 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „მანაველი“)

25. კრახუნა 2013 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ლაგვინარი“)

26. რქაწითელი-მწვანე 2013 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „სტორი“)

27. ცოლიკაური 2013 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ლაგვინარი“)

28. ხიხვი რჩეული ქვევრი 2013 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „საწნახელი“)

29. ქისი 2012 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „წინანდლის ძველი მარანი“)

30. რქაწითელი რეზერვი 2010 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „საწნახელი“)

31. რქაწითელი რეზერვი 2009 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „საწნახელი“)

32. რქაწითელი 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ხოხბის ცრემლები“)

33. ქისი მწვანე 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ბატონო“)

34. რქაწითელი 2012 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „იუნიონ თემი“)

35. კრახუნა 2015 — ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია „ლაგვინარი“)

36. ტვიში შუხმანი 2015 — თეთრი ნახევრად-ტკბილი (კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“)

37. ოცხანური საფერე 2015 — წითელი მშრალი (კომპანია „გრავისი“)

38. საფერავი სანთელი 2015 — წითელი მშრალი (კომპანია „ვაინმენი“)

39. საფერავი ვაინმენი 2015 — წითელი მშრალი (კომპანია „ვაინმენი“)

40. ოცხანური საფერე 2015 — წითელი მშრალი (კომპანია „მარანული“)

41. კასრის საფერავი 2015 — წითელი მშრალი (კომპანია „DWC”)

42. საფერავი კაბერნე შუმი 2014 — წითელი მშრალი (კომპანია „შუმი“)

43. როიალ მუკუზანი 2014 — წითელი მშრალი (კომპანია „KTW”)

44. ნაფარეული 2014 — წითელი მშრალი (კომპანია „წინანდლის ძველი მარანი“)

45. მუკუზანი ვაინმენი 2014 — წითელი მშრალი (კომპანია „ვაინმენი“)

46. მუკუზანი 2014 — წითელი მშრალი (კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“)

47. საფერავი პრემიუმი 2013 — წითელი მშრალი (კომპანია „ასკანელი ძმები“)

48. ბესინის პრემიუმი 2013 — წითელი მშრალი (კომპანია „ბესინი“)

49. საფერავი 2012 — წითელი მშრალი (კომპანია „კახეთის ღვინის მარანი“)

50. ყვარელი შუმი 2014 — წითელი მშრალი (კომპანია „შუმი“)

51. საფერავი 2015 — ქვევრის წითელი შრალი (კომპანია „ბატონო“)

52. საფერავი 2014 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია „ღვარძელაშვილის მარანი“)

53. საფერავი 2014 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია „შალაურის მარანი“)

54. ალადასტური 2013 — ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია „ლაგვინარი“)

55. საფერავი 2015 — წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანია „გრავისი“)

56. უსახელაური 2015 — წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანია „უსახელაურის ვენახები“)

57. ქინძმარაული მიკიტანი 2015 — წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანია „კორპორაცია ქართული ღვინო“)

58. ქინძმარაული სანთელი 2015 — წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანია „ვაინმენი“)

59. ალაზნის ველი 2014 — წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანია „წინანდლის ძველი მარანი“)

60. ქინძმარაული 2014 — წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანია „ასკანელი ძმები“)

61. თამადა 2013 — წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანია „GWS“)

62. ქინძმარაული გეორგიკა 2013 — წითელი ნახევრად-ტკბილი (კომპანია „შუმი“)

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.