ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კახეთში რთველი დაიწყო
29 აგვისტო, 2016

კახეთში რთველი დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტში ყურძენს ამ დროისთვის 2 ღვინის საწარმო იბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უკვე გადამუშავებულია 72 ტონა ყურძენი, საიდანაც 11 ტონა რქაწითელია, 19 ტონა - საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სულ, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 1.3 ათას ტონამდე ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა ყურძნის რეალიზაციიდან 916 ათას ლარს მიაღწია.

მიმდინარე წელს კახეთში  200 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი, საიდანაც, წინასწარი პროგნოზით, 150 ათას ტონამდე ყურძნის სამრეწველო გადამუშავება მოხდება.

წელს სუბსიდიის სახით გათვალისწინებულია 1 კგ. რქაწითელისთვის - 0,45 ლარი, 1 კგ. კახური მწვანესთვის - 0,45 ლარი, 1 კგ. საფერავისთვის - 0,20 ლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის პროცესში  100-მდე ღვინის კომპანია ჩაერთვება. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 30 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.