ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თეთნულდის სამთო–სათხილამურო განვითარების ახალი ფაზა იწყება
29 აგვისტო, 2016

საქართველოში ახალი, თეთნულდის სამთო–სათხილამურო კურორტი შენდება, სადაც სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა იფუნქციონირებს. თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. სვანეთში, თეთნულდის სამთო კურორტის განვითარების მეორე ფაზის რეალიზებისას, უახლესი ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება. თეთნულდში სათხილამურო სეზონი 6–7 თვე გრძელდება, მაგრამ ტურისტებს ის მთელი წელი მიიღებს.

კურორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა. საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ უკვე დანიშნა ახალი ავტობუსის მარშრუტი – თეთნულდი–მესტია,რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. კურორტ თეთნულდის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მისი ღირებულებაა 100 მლნ ლარი. პროექტს, ფრანგი კოლეგების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აფინანსებს. თეთნულდის სათხილამურო ტრასა კავკასიაში ყველა გრძელი – 9,5 კილომეტრი სიგრძის იქნება. შემდეგ სეზონზე ტრასების რაოდენობა ერთიდან ოთხამდე გაიზრდება.

სახელმწიფო, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, კურორტ თეთნულდის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში აქტიურ ჩართვას აპირებს. თეთნულდში იქნება რამდენიმე სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სპორტსკოლა, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრი და ამბულატორია. იგეგმება გზის მშენებლობა რამდენიმე გვირაბით, რომელიც ქუთაისსა და თეთნულდს დააკავშირებს.

მთის კურორტების განვითარების კომპანია, თეთნულდში ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიანი მართვისთვის, შექმნის სპეციალურ შპს–ს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შპს–ს პარლამენტის ამჟამინდელი დეპუტატი, გამოცდილი სპორტსმენი და რეჟისორი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.