ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ადვილია შენი ნახვა,დავიწყება არის ძნელი
01 სექტემბერი, 2016
ქუთაისზე როცა მიდგება საუბარი  მახ­სენ­დე­ბა ფრა­ზა  კი­ნო­ფილ­მი­დან "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა"- "ესაა, ბი­ჭო, პი­კა­სოს ბი­ჭი? ამით ერ­თო­ბა პი­კა­სო?"
 
მსოფ­ლი­ომ არ იცის, რომ ქუ­თა­ის­ში დგას ძეგ­ლი, რომ­ლის სა­თა­უ­რის პირ­ველ­წყა­რომ სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მსოფ­ლიო სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის აუქ­ცი­ონ­ზე მოხ­სნა ვან-გო­გის "მზე­სუმ­ზი­რე­ბის" რე­კორ­დი და პაბ­ლო პი­კა­სოს "P'tit Louis" (პა­ტა­რა ლუი) სოთ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და 119 მი­ლი­ონ დო­ლა­რად. ეს თან­ხა ბევ­რად აჭარ­ბებს და აღე­მა­ტე­ბა ქუ­თა­ი­სის ბი­უ­ჯეტს.
 
მსოფ­ლი­ომ არც ის იყო ცნობილი, რომ პი­კა­სოს ეს ბი­ჭი ქუ­თა­ის­ში ში­ნა­უ­რი გახ­და ისე, რო­გორც ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. იქამ­დე, პი­კა­სოს თა­ვის სი­ცოც­ხლე­ში გა­გო­ნი­ლიც არ ექ­ნე­ბო­და ქუ­თა­ი­სის შე­სა­ხებ, მით უმე­ტეს ის, თუ ასე პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და იგი და მი­სი ვარ­დის­ფე­რი პე­რი­ო­დის შე­დევ­რი მის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ხო გა­რე­მო­ში. მარ­თა­ლია ძეგ­ლზე წა­ი­თა­მა­შეს, მაგ­რამ ისიც შე­იძ­ლე­ბო­და, სა­ერ­თოდ რი­ონ­ში გა­და­ეგ­დოთ იმ პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით "ამ­პრე­დუ­ზო მე­დუ­ზოს" რომ იძა­ხის და ქუ­დებს არ­თმევს აგუ­ლი­სა და შავ­ლეგს...
 
ამ დო­ნე­ზე თუ შე­ით­ვი­სებ­და ქუ­თა­ი­სი პი­კა­სოს, არა­თუ პი­კა­სომ, თვით ქუ­თა­ის­მაც არ იცო­და მთე­ლი სიც­ხა­დით, რად­გან სიყ­ვა­რუ­ლი და შე­თავ­სე­ბა მარ­ტო კი­ნო­ფი­ლე­ბით, ან ქა­ლა­ქე­ლო­ბით კი არ ხდე­ბა, არა­მედ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მით, რომ­ლის სიღ­რმე­საც ჯერ კი­დევ არ ჩავ­მწვდარ­ვარ. ერ­თი კია, რომ ამ სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა-გა­თა­ვი­სე­ბა­ში ქუ­თა­ი­სურ იუ­მორს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.
 
სი­ცი­ლი მარ­ტო არ ჰყოფ­ნის იუ­მორს. აქ მე­ტი რამ არის სა­ჭი­რო. ეს მე­ტია წარ­მო­ჩე­ნი­ლი "პი­კა­სოს ბიჭ­ში", ვიდ­რე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ეს ბა­ტონ რე­ზო გაბ­რი­ა­ძეს, ან თუნ­დაც იგი­ვე პი­კა­სოს. ამ აღი­ა­რე­ბის უნი­კა­ლო­ბის გა­სა­გე­ბად სა­ჭი­როა ვი­ცო­დეთ თვით ქუ­თა­ი­სუ­რი იუ­მო­რის რა­ო­ბა და პა­რა­მეტ­რე­ბი, თუ რით საზ­რდო­ობს ის ადა­მი­ა­ნის თუ ადა­მი­ან­თა გუ­ლით მი­ღე­ბი­სა და გა­თა­ვი­სე­ბის მხრივ.
 
ქუთაისში ბუნებრივ სანახაობებთან ერთად ვხვდებით  ისტორიულ და კულტურულ ძეგლებსა. დამთვალიერებელს საშუალება აქვს ესტუმროს ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო.
 
ქუთაისი არის ქალაქი , რომელიც ქრისტეს შობამდე   1400  წლით ადრე დაარსდა. გამომცემლობა (listverse.com)  კერძოდ ,ქალაქი საქართველოს დასავლეთის მდებარეობს, იგი უძველესი სახელმწიფოს გული და დედაქალაქი იყო. თავად საქართველო კი არგონავტების მოგზაურობასა და მედეასთან არის ასოცირებული და დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მსოფლიო დონის მითი თუ რეალობაა.
რაც შეეხება სხვა უძველეს ქალაქებს, მათ შორისაა, პალესტინის ქალაქი იერიქონი. ესაა მსოფლიოში უძველესი ქალაქი, რომელიც მკვდარი ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ქალაქი ქრისტეს შობამდე 9 ათასი წლით ადრე შეიქმნა. იერიქონი რამდენიმეჯერ მტრის მიერ სრულად განადგურდა, თუმცა, მოსახლეობამ მისი აღდგენა მაინც შეძლო. ქალაქი ულამაზესი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა.ამ გამომცემლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ ქალაქი ქაუთაისი უფო ძველია უძველეს სახელმწიფოებს შორის.
 
მსოფლიო კლასიკური მითოლოგიის უთვალსაჩინოეს ძეგლ ,,არგონავტიკის“ თანახმად, მდინარე  ფასისზე გაშენებული იყო უძველესი კოლხეთის დედაქალაქი აია-კუტაია-კუტაიისი. აქ იდგა პირველი ქართველი მეფე აიეტის გრანდიოზული სამეფო სასახლე, რომლის ოქროს დარბაზებიდან ,,ჰელიოსი“ (მზე) აღმოსვლას იწყებდა. აქედან იყო მეფის ულამაზესი და გრძნეული ასული მედეა. აქვე , მის მახლობლად, ინახებოდა ,,ოქრომრავალი“ აია-კოლხეთის სამეფოსა და მისი დედაქალაქის ოქროს საწმისი... ამიტომ ქალაქის ცენტრს ამშვენებს არგონავტების სიმბოლიკით დატვირთული შადრევანი.ოქროსფერი ფიგურები, რომელთაც ცხენის, ვერძის, ვეფხვისა და სხვა ცხოველების სახე აქვთ და გამოსახულია ქალაქის ცენტრში მდებარე ფანტანზე, ყველას ანცვიფრებს, ვინც კი პირველად სტუმრობს ქალაქს. ცხოველებს შორის დაინახავთ ასევე თმადის ფიგურას, რომელიც სტუმრებს ყანწით ხელში ესალმება. ბევრი ადამიანი უღებს ფანტანს სურათს და აგრძელებს გზას, არც კი ფიქრობს, რატომაა ის ასე მორთული. ზოგჯერ გაიგონებთ, რომ ეს მორიგი ქართული ფანტაზიაა. ბევრმა არ იცის, რომ ეს ქანდაკებები საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოებია.
 
ქუთაისი ახალ საუკუნესთან ერთად ახალ სიცოცხლეს იწყებს. აღორძინებული და გამშვენიერებული ქართული სულის და გონის აკვანი თავის განუმეორებელ სიტყვას ამბობს თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში, თავისი კოლორიტით და სიცოცხლის უნარიანობით ქალაქი ერთიანი საქართველოს ღირსეულ სიმბოლოს წარმოადგენს.
 
გასაოცარი სიამაყის და კმაყოფილების გრძნობა ეუფლება ნებისმიერ ქუთათურს, როცა საყვარელი ქალაქის ასეთ ფერი- ცვალებას ადევნებს თვალს. რესტავრირებული სამეფო უბანი, განახლების მოლოდინში გარინდული ისტორიული ნაწილი ის მთავარი არტერიაა, რომელიც ქალაქის ყველა უბანს ახალ სულს და სუნთქვას შთაბერავს. 
 
ქუთაისი ალბათ მთელს მსოფლიოში ყველაზე ადამიანური, ყველაზე ,,სულიერი ქალაქია, რამეთუ თუკი სხვადასხვა ქალაქის იერსახესა და ღირსებას მისი ღირშესანიშნაობანი და ურბანული, არქიტექტორული სპეციფიკა განსაზღვრავს, აქ უმნიშვნელოვანესი და განმსაზღვრელი ადამიანური ფაქტორია ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებასთან ერთდ  ქვეყნის პრიორიტეტია ტურიზმის განვითარება და ამ  მიზნით 2013 წელს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ქონების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნა ტურიზმის განყოფილება , რომელსაც  ქალბატონი ნინო ჯუღელი ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით განხორციელდა არაერთი პროექი. გაკეთდა საინფორმაციო ცენტრი
 
ინფო ტურების შედეგია კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობა და არაერთი სტატია ქუთაისსზე.
 
2015 წელს ქალაქის სხვადასხვა ადგილას დაიდგა 15 ტურისტული ობიექტის მიმანიშნებელი, დაიბეჭდა ბროშურები და გზამკვლევები.
 
გაკეთდა ვებ-გვერდი და სოციალური გვერდი, მოეწყო გამოფენები, საერთაშორისო პროექტები
 
საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობების შედეგია საერთაშორისო ტურისტული ბაზრის მოპოვების ხელშეწყობა, ქალაქ ქუთაისის პოპულარიზაცია , ტურისთთა რაოდენობის ზრდა, ქალაქში მოღვაწე ტურიზმის კერზო სექტორის ხელშეწყობა.
 
ჩატარებულ ტრეინინგებს შორის მნიშვნელოვანია თემა ,,სასტუმრო საქმე და უნარჩვევები“. სადაც მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის სასტუმროების,საოჯახო სასტუმროების და ჰოსტელების 40 თანამშრომელმა.ტრეინინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სეტიფიკატები. აგრეთვე მნიშვნელოვანია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან თანამშრომნლობით გადამზადდნენ ტაქსის მძღოლები ინგლისურ ენაში და მათაც გადაეცათ შესაბამისი სეტიფიკატები.
 

ქუთაისთან დამეგობრებული  ქალაქები

1

დონეცკი

უკრაინა

1999 წელი

2

ზაპოროჟიე 

უკრაინა

2005 წელი

3

ლვოვი

უკრაინა

2002 წელი

4

ჟიტომირი

უკრაინა

2007 წელი

5

ხარკოვი

უკრაინა

2005 წელი

6

დნეპროპეტროვსკი

უკრაინა

2007 წელი

7

აშკელონი

ისრაელი

1997 წელი

8

განჯა

აზერბაიჯანი

1995 წელი

9

კოლუმბია

აშშ, მისური

1997 წელი

10

ნიუპორტი

უელსი, გაერთიანებული სამეფო

1989 წელი

11

პოზნანი

პოლონეთი

2009 წელი

12

სომბათჰეი

უნგრეთი

2015 წელი

13

უნგენი

მოლდოვა

2015 წელი

14

ნანჩანგი

ჩინეთი

2015 წელი

15

კარშიაკა

თურქეთი

2012 წელი

16

გომელი

ბელორუსია

2016 წელი

17

ვალგა

ესტონეთი

2016 წელი

18

ვალკა

ლატვია

2016 წელი

19

ლაივუ

ჩინეთი

2016 წელი

მარტო წარსულით, რომ არ ვიამაყოთ სამომავლო გეგმების ნაწილია ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრის შექმნა, თეთრი ქვების განათება,ბაგრატის ტაძართან მისასვლელი და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებული  კიბის რეაბილიტაცია. ქალაქის ბრენდინგის სტრატეგიის შექმნა.

ერ­თა­დერ­თი ქა­ლა­ქი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და შეხ­ვედ­რო­დნენ ერ­თმა­ნეთს ჩერ­ჩი­ლი, სტა­ლი­ნი და ჰიტ­ლე­რი ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი­სა და ქვე­ნაგ­რძნო­ბე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, ხო­შის გა­სას­წო­რებ­ლად, ეს ქუ­თა­ი­სია.


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.