ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეკატერინბურგსა და თბილისს პირდაპირი ავიამიმოსვლა დააკავშირებს
16 სექტემბერი, 2016

რუსული კომპანია „Уральские авиалинии“ („ურალის ავიახაზები“) 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების – ეკატერინბურგი–თბილისი–ეკატერინბურგი – განხორციელებას იწყებს, განუცხადა Sputnik–ს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

ფრენები ორივე მიმართულებით კვირაში ერთხელ – ორშაბათობით განხორციელდება.

ფრენის ხანგრძლივობაა 3 საათი და 15 წუთი. 2016 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის სამგზავრო გადაყვანები, გასული წლის იანვარ–ივნისის პერიოდთან შედარებით, 56%–ით გაიზარდა, რაც, ძირითადად, რუსი ტურისტების საქართველოთი დაინტერესებამ განაპირობა. 

2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ვიაკომპანიების მიერ რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ დაახლოებით 1,1 მლნ ადამიანი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 21,3%–ით მეტია, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში რუსი ტურისტების მოზიდვისთვის აქტიურად მუშაობს. ამ დროისთვის ავიარეისებს საქართველოსა და რუსეთს შორის ოთხი ავიაკომპანია ასრულებს: რუსული მხრიდან S7 Airlines, „აეროფლოტი“ და „ურალის ავიახაზები“, ხოლო ქართული მხრიდან – „აირზენა“.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.