ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ონლაინ ხმის მიცემა: დაიწყო 21 სექტემბერს და გაგრძელდება 5 ოქტომბრამდე
21 სექტემბერი, 2016

გვსურს შეგახსენოთ შეფასების მეორე ეტაპის - ონლაინ ხმის მიცემის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს დაჯილდოების ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მასში მონაწილეობს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia!-ს ყველა ნომინანტი.

ონლაინ ხმის მიცემა: დაიწყება 21 სექტემბერს და გაგრძელდება 5 ოქტომბრამდე

ნომინანტების სია გამოქვეყნებულია დაჯილდოების ვებ-გვერდზე. მოიწვიეთ თქვენი სტუმრები და მომხმარებლები, რათა ხმა მოგცეთ თქვენ. ერთ პიროვნებას თითო ნომინანტისთვის ხმის მიცემა შეუძლია ერთხელ. თითოეულ ნომინანტს ონლაინ კაბინეტიდან შეუძლია გადმოწეროს Welcome to Georgia!-ს მიერ გამზადებული ფოტო, სპეციალურად ხმის მიცემისთვის, რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს ფეისბუქ და ვებ გვერდებზე, რათა მოახდინოთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის ინფორმირება, რომ ხმის მიცემის პროცესში ხმა მოგცეთ თქვენ.

ყურადღებით! გთხოვთ გადაამოწმეთ რომ:

  • თქვენი ლოგო განთავსებულია  Welcome to Georgia!-ს ვებ გვერდზე
  • სწორად არის მითითებული თქვენი კომპანიის სახელი
  • სწორი ლინკია მიმაგრებული თქვენს ლოგოზე
დამოუკიდებელი აუდიტორი, ბიდიო საქართველო, დაითვლის ხმებს თითოეული ნომინანტისთვის (ჟიურის მიერ შეფასებულ ქულებს დაემატება ონლაინ ხმის მიცემის ქულები) და გამოავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან Welcome to Georgia!-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე 2 დეკემბერს სასტუმრო ბილტმორში.

კიდევ ერთხელ, გვსურს შეგახსენოთ მნიშვნელოვანი თარიღები:
  • ონლაინ კაბინეტში კითხვებზე პასუხების გაცემა და დოკუმენტების ატვირთვა მთავრდება - 30 სექტემბერს
  • ონლაინ ხმის მიცემა - 21 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე
  • დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი - 2 დეკემბერი

ყველა ნომინანტს გისურვებთ წარმატებებს!


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.