ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმი & რეალობა
23 სექტემბერი, 2016

გვიამბეთ მოკლედ თქვენი ა (ა) იპ - ის მიზნებისა და ამოცანების შესახებ:

()იპ ,,ტურიზმი და რეალობა“  დაფუძნდა 2014 წელს

მიზნები და ამოცანები:

  • ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიაში არესებული პრობლემების კვლევა/ ანალიზი, 
  • შიდა ტურიზმის განვითარება, რეგიონებისა და მაღალმთიანი რაიონების პოტენციური ტურისტული რესურს(ებ)ის ათვისება და პროპაგანდა.
  • ქვეყნის მასშტაბით კონფერენციების, ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების  მოწყობა,
  • ტურიზმის სფეროში დასაქმებულ და ტურიზმით  დაინტერესებულ ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთა შორის თანამშრომლობის კოორდინირება,  საკოორდინაციო შეხვედრების, მრგვალი მაგიდების, დისკუსია- დებატების ორგანიზება და ა.შ.

სამიზნე ჯგუფები

  • სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები,
  • სოციალურად დაუცველი ჯგუფები
  • სოფლის/თემის (მაღალმთიანი რეგიონების) მოსახლეობა
  • უმუშევრები

რა გეგმები გავქთ უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში?

საქართველოს რეგიონებისათვის ტურიზმის მიმართულების უფრო  მეტად მასშტაბური, გრძელვადიანი და სიცოცხლისუნარიანი პროექტების განხორციელება, თანამშრომლობა სახელმწიფო სექტორთან, მუნიციპალიტეტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ა.შ. 

გვიამბეთ მოკლედ რა დაბრკოლებები გხვდებათ ტურიზმის სფეროში და გაგვაცანით თქვენი ხედვა ამ პრობლემებიდან გამოსავლის თვალსაზრისით?

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული პრობლემების დასაძლევად ვერ იღებენ მონაწილეობას საგრანტო კონკურსებში ტურიზმის მიმართულებით გრანტების სიმცირის გამო. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თუ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ხდება განხორციელება იდენტური (ერთი და იგივე) პროექტებისა, ემთხვევა პროექტების მიზნები და ამოცანები,  ერთჯერადი პროექტების სიცოცხლიუნარიანობის შენარჩუნება კი რთულია. მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია შეიქმნას  მონაცემთა ბაზა, გამოიცეს  ორგანიზაციების  მიერ განხორციელებული და მიმდინარე  პროექტების შესახებ (ტურიზმის მიმართულებით) ცნობარი,  კონკრეტული ორგანიზაციის, ორგანიზაციის პროფილის,  პროექტების განხორციელების გეოგრაფიული არეალის (სოფელი, მუნიციპალიტეტი,რეგიონი, ქალაქი და ა.შ.)  და საკონტაქტო პირების მითითებით.  სასურველია უფრო მეტი კოორდინაცია   და თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებსა და მესამე სექტორის ორგანიზაციებს შორის. 

4. რას ფიქრობთ Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოების შესახებ?

Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოება გახლავთ უპრეცედენტო ინიციატივა საქართველოში, რომელიც აერთიანებს საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლებს და აძლევს შანსს კონკურენტულ გარემოში  ინოვაციური იდეებითა და პროდუქტებით შეძლონ დადებითი იმიჯის მოპოვება  და გამოვლინდნენ, როგორც საუკეთესოები.

 

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.