ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტული კომპანია Captain Plus - 20 წელი ზრუნავს თქვენს დასვენებაზე
28 სექტემბერი, 2016
ტურისტული კომპანია Captain Plus, უკვე 20 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. 1996 წელს კომპანიამ პირველი ნაბიჯები თი-ბი-სი ტურით დაიწყო,  შემდეგ იყო კოკა-კოლა ტური და უკვე  2007 წლიდან კომპანია დარეგისტრირდა, როგორც Captain Plus უკვე ბაზარზე სანდო და გამოცდილი კომპანიის სახელით არის ცნობილი. 
კომპანია Captain Plus  ერთ-ერთი მოწინავე ტურისტულ კომპანია ტურისტულ სფეროში დამუშაობს, როგორც ტურისტების გაყვანაზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ასევე  მუშაობს უცხოელი ტურისტების შემოყვანაზე. კომპანიის ძლიერი მხარეა პროფესიონალი და გამოცდილი კადრები. სწორედ პროფესინალიზმი და გამოცდილება არის კომპანია Captain Plus -ის ძლიერი მხარე.
რა გეგმები გავქთ უახლოესი  5-10 წლის განმავლობაში და აპირებთ თუ არა თქვენი ბიზნესის გაფართოებას?
  Captain Plus უამრავ სურპრიზს და ახალ მიმართულებებს სთავაზობს  მომხმარებელს.ჩვენ  დასახული გვაქვს სტრატეგიული გეგმა, რომელსაც  ეტაპობრივად  ვანხორციელებთ. ჩვენი მიზანია უახლოეს მომავალში წამყვანი ადგილის დაკავება შემომყვანი ტურიზმის კომპანიათა შორის.
 გაქვთ, თუ არა რამე აღიარება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე,  მიღწევები,  სერთიფიკატებიდა  ა.შ?
Captain Plus საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული კომპანიაა, როგორც გამყვანი, ასევე შემომყვანი ტურიზმის თვალსაზრისით.  ჩვენ ძალიან ბევრ საერთაშორისო გამოფენაზე ვმონაწილეობთ და მიღებული გვაქვს არაერთი დიპლომი და საერთაშორისო სერთიფიკატი.
გვიამბეთ მოკლედ რა დაბრკოლებები გხვდებათ ტურიზმის სფეროში და გაგვაცანით  რაში ხედავთ გამოსავალს?
ჩვენთვის დაბრკოლებები ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან წარსულში უამრავი გადაგვილახავს. თუმცა  არსებობს ხელის შემშლელი გარემოებები გლობალურ ასპექტში, როგორიცაა ტერორისტული აქტები,  სამხედრო გადატრიალებებეი და ასე შემდეგ.
რას ფიქრობთ  Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოების შესახებ?
 Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოება ძალიან კარგი წამოწყება და ერთგვარი წახალისებაა. ჩვენი გუნდი მიესალმება ასეთ პრაქტიკას და მიგვაჩნია, რომ მსგავსი დაჯილდოვებები ხელს უწყობს კომპანიების მოტივაციის გაზდრდასა და ტურისტული ბაზრის განვითარებას.
როგორ შეაჯამებდით  2016 წლის ტურისტულ სეოზნს?
Captain Plus -მა საკმაოდ წარმატებული ზაფხულის სეზონი ჩაატარა და ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას,  თუმცა უნდა აღინიშნოს,  რომ 2016 წელს დაფიქსირდა ბევრი, გლობალური ხელის შემშლელი ფაქტორი, რამაც მსოფლიოს მასშტაბით ტურისტულ ბაზარზე გავლენა მოახდინა.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.