ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ გავერთოთ საქართველოში ოქტომბრის თვეში — პროგრამა
03 ოქტომბერი, 2016

თეატრალური ფესტივალები, უცხოელი ვარსკვლავების კონცერტები, კლასიკური მუსიკა და სხვა უამრავი გასართობი — „Sputnik-საქართველო“ ოქტომბრის პროგრამას გთავაზობთ.

თბილისი

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 1 ოქტომბერი, 19:00 საათი და 2 ოქტომბერი, 14:00 საათი — ადოლფ ადანის ერთაქტიანი ბალეტი „ჟიზელი“. 3 ოქტომბერი,  19:00 საათი — გია ყანჩელის Al Niente-ს პრემიერა. 11 ოქტომბერი, 19:00 საათი — საქველმოქმედო კონცერტი „წუთიერი ხმაური“, ნინო ანანიაშვილი და საქართველოს სახელმწიფო ბალეტი. 29 ოქტომბერი, 19:00 საათი და 30 ოქტომბერი, 14:00 საათი — დავით თორაძის ბალეტი „გორდა“.

თბილისის სპორტის სასახლე

22 ოქტომბერი, 19:00 საათი — ჯგუფ Океан Эльзы-ს კონცერტი (უკრაინა).

Bassiani Concert Hall

5 ოქტომბერი, 20:00 საათი — სინტი-პოპის შემსრულებელი მოლი ნილსონის კონცერტი (შვედეთი).

26 ოქტომბერი, 20:00 საათი — როკ-ჯგუფ Psychic TV-ის კონცერტი (დიდი ბრიტანეთი).

კინოსტუდია „ქართული ფილმი“  (V პავილიონი) 

22 ოქტომბერი, 22 საათი — ტექნომუსიკოსისა და დიჯეი Gesaffelstein-ის კონცერტი (საფრანგეთი)


საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 

2 ოქტომბერი, 19:30 საათი — კლარნეტისტ ალექსანდრ და დანიელ გურფინკელების კონცერტი (ისრაელი)

9 ოქტომბერი, 19:30 საათი — ტრიო Bamberg-ის კონცერტი (გერმანია)

15 ოქტომბერი, 19:30 საათი — მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძისა და პიანისტ ალექსანდრ ვასაძის კონცერტი (საქართველო)

20 ოქტომბერი, 19:30 საათი — საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიისა და უელსის (დიდი ბრიტანეთი) სამხედრო ორკესტრების კონცერტი.

22 ოქტომბერი, 19:30 საათი — პიანისტ გიორგი შავერზაშვილის კონცერტი (საქართველო). 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საერთაშორისო პროგრამა

1 და 2 ოქტომბერი, 20:00 საათი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი — „რუსი rendez-vous-ზე“, პიოტრ ფომენკოს სტუდია (რუსეთი) 

1 ოქტომბერი, 20:00 საათი — „მარია ბრაუნის ქორწინება“, გერმანული თეატრის, Schaubühne-ს დასის შესრულებით (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი) 

1, 2, 3 ოქტომბერი, 20:00 საათი — „მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე“, ბრიტანული თეატრალური კომპანია Still House (დავით აღმაშენებლის პროსპექტზე, „ახალი ტფილისის“ ტერიტორია).

4 და 5 ოქტომბერი, 20:00 საათი — პოლონური თეატრის სპექტაკლი „ალუბლის ბაღის პორტრეტები“ (სამეფო უბნის თეატრში).

6 ოქტომბერი, 20:00 საათი – იაპონური Togo-ს სპექტაკლი „ტროელი ქალები“ (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში).

საერთაშორისო პროგრამა New  

3 ოქტომბერი, 20:00 საათი — ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის ეროვნული აკადემიური თეატრის სპექტაკლი „მეფე ჯონი“ (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი). ქართული პროგრამა

ქართული პროგრამა 4 ოქტომბერი, 18:00 საათი — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლი „მარჯვენა მარცხენა მაღალ ქუსლებზე“.

4 და 5 ოქტომბერი, 19:00 საათი — ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ბევრი ხმაური არაფრის გამო“.

4 და 5 ოქტომბერი, 20:00 და 18:00 საათი — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლი „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“.

4 ოქტომბერი, 20:00 საათი — ლადო მესხიშვილისა და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრების სპექტაკლი „მეთევზე ერთი, ორი“ (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში).

5 ოქტომბერი, 16:00 საათი — სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“.

5 ოქტომბერი, 20:00 საათი — რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის სპექტაკლი „მარშალ დე ფანტიეს“ ბრილიანტები.

6 და 8 ოქტომბერი, 13:00 და 20:00 საათი — სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი „პრომეთე/დამოუკიდებლობის 25 წელი“.

6 ოქტომბერი, 16:00 საათი — გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „13 ივნისი“.

6 ოქტომბერი, 18:00 საათი — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლი „წუხილი“.

6 ოქტომბერი, 20:00 საათი — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლი „მოხუცი ქალბატონის ვიზიტი“.

6 ოქტომბერი, 21:00 საათი — ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის სპექტაკლი „ცხოვრება იდიოტისა“.

7 ოქტომბერი, 13:00 საათი — „შიმშილის ღმერთი“, დამოუკიდებელი პროექტი (სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი). 

7 ოქტომბერი, 16:00 საათი — „გამოუქვეყნებელი ნოველა“, გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრი.

7 ოქტომბერი, 17:00 საათი — შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის თეატრის სპექტაკლი „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე). 

7, 8 ოქტომბერი, 18:00 და 21:00 საათი — სპექტაკლი „Begault – უცხოობაში“, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი.

7 ოქტომბერი, 20:00 საათი — „მეფე ლირი“, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრი.

8 ოქტომბერი, 18:00 საათი — „წმინდა ანტუანის სასწაული“, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი.

8 ოქტომბერი, 19:00 საათი — „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?“ თავისუფალი თეატრი.

8 ოქტომბერი, 20:00 საათი — „ქარიშხალი“, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი.

8 ოქტომბერი, 20:00 საათი — „დაკანონებული უკანონობა“, რუსთაველის თეატრი.

ხელოვნების ქართული საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“

15 ოქტომბერი, 20:00 საათი — ევა ერბაბუენის ბალეტი ფლამენკო „წვიმა“ (ესპანეთი), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე.

16-23 ოქტომბერი, 18:00 საათი — რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა „მაესტროს შემდეგ“.

18 და19 ოქტომბერი, 20:00 საათი — ევგენი ვახტანგოვის სახელობის თეატრის (რუსეთი) სპექტაკლი Ветер шумит в тополях (კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე).

22 და23 ოქტომბერი, 20:00 საათი — მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრის სპექტაკლი „მეფე ლირი“.

25 ოქტომბერი, 17:00 საათი — ამერიკელი ავტორისა და შემსრულებლის ლიბი სკალას მონოსპექტაკლი „ფელიჩიტა“ (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრში).

29 და 30 ოქტომბერი, 20:00 საათი — პროგრამის „იტალია ფოკუსში“ ფარგლებში Atir Teatro Ringhiera-ს სპექტაკლი „იტალია 10-იან წლებში — იტალია დღეს“ (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრში).

თბილისის მარათონი

23 ოქტომბერი, 08:00 საათი — თბილისის ცენტრალური ქუჩები

ბათუმი

კინო- და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“

1-2 ოქტომბერი, Sheraton Hotel, 10:00 საათი

თელავი ლიანა ისაკაძის მუსიკალური ფესტივალი

9 ოქტომბერი, 19:00 საათი — კოლი ბლახერის (გერმანია), დმიტრი შიშკინისა  (რუსეთი) და კრაკოვის (პოლონეთი) ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის კონცერტი (თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში).

10 ოქტომბერი, 16:00 საათი — პიანისტების ნანა დიმიტრიადისა და ნანა ავალიშვილის კონცერტი (წინანდალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი).

11 ოქტომბერი — ელისო ვირსალაძისა და კოლი ბლახერის კონცერტი.

12 ოქტომბერი — ელისო ვირსალაძისა და დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტის კონცერტი.

14 ოქტომბერი, 19:00 საათი — თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სიმფონიეტა“,

ეძღვნება რუსი მევიოლინის ოლეგ კაგანის ხსოვნას.


 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.