ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბორჯომში მეცხრამეტე საუკუნის უნიკალურ შენობაში სასტუმრო გაიხსნა
03 ოქტომბერი, 2016

1892 წელს აშენებული შენობის რესტავრაცია ისე მოხდა, რომ მოხერხდა მისი ისტორიული და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება.
 

სასტუმრო Golden Tulip Borjomi გაიხსნა უნიკალურ კულტურულ ძეგლში, რომელიც 1892 წელს ბორჯომში ირანის კონსულისთვის იყო აშენებული.  შენობა, რომელშიც მანამდე სასტუმრო „ფირუზი“ იყო განთავსებული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა.
 

განახლებული სასტუმრო „ფირუზა,“ რომელიც კომპანია „ვორლდფაუნდ იუნივერსალს“ ეკუთვნის, საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც Golden Tulip“-ის ბრენდით დაიწყებს ფუნქციონირებას. Golden Tulip“-ი შედის „ლუვრის სასტუმროების ჯგუფში“ (Louvre Hotels Group) და წარმოადგენს 4 ვარსკვლავიან სასტუმროს. „ლუვრის სასტუმროების ჯგუფი“ მე-8-ე ადგილზეა მსოფლიოს წამყვან სასტუმროებთა ქსელებში, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-2 ადგილზეა. უშუალოდ „Golden Tulip“-ს 140-მდე სასტუმრო აქვს 34 ქვეყანაში. Louvre Hotels Group“-ი მსოფლიოს 50 ქვეყანაში ხუთი ათასი სასტუმროს მფლობელია.

„Louvre Hotels Group“-ის რეგიონული პრეზიდენტის თქმით, იგეგმება სასტუმროების აშენება წყალტუბოში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა ადგილებში.

დღეისათვის საქართველოში 1200 სასტუმრო ფუნქციონირებს. ტურიზმსა და მომიჯნავე სექტორებში 158 ათასი ადამიანია დასაქმებული.  

 


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.