ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Welcome to Georgia!-ს გამარჯვებულები 19 განსხვავებულ ნომინაციაში გამოვლინდება
11 ოქტომბერი, 2016

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia!-ს ფარგლებში გამარჯვებულები 19 განსხვავებულ ნომინაციაში გამოვლინდება. ნომინანტები არიან: სასტუმროები; ტურისტული სააგენტოები; ფესტივალები და ღონისძიებები; რესტორნები; ღვინის კომპანიები; მოგზაური ფოტოგრაფები; გასართობი და ბიზნეს ობიექტები; ასევე  კომპანიები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ტურიზმისა და მომსახურეობის სექტორზე.

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის ოფიციალურმა პარტნიორმა –  „საქართველოს ბანკმა“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში შექმნა ერთ-ერთი ნომინაციაა  – „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში“.

”ზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვილი, სწორედ, მცირე და საშუალო სეგმენტის კომპანიებს შეაქვთ. რის გამოც „საქართველოს ბანკმა“ და ტურიზმის ეროვნულმა დაჯილდოებამ Welcome to Georgia! გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური ნომინაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, მცირე და საშუალო სეგმენტის კომპანიების მოტივირებას და წაახალისებს მათ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, ამ ნომინაციაში მონაწილეობის ერთადერთი კრიტერიუმი კომპანიის წლიური ბრუნვაა, რომელიც არ უნდა აღემარტებოდეს 12 მილიონ ლარს და 2016 წელს კომპანიას უნდა ქონდეს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის.

ტურიზმის მეორე ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia! 2016 წლის 2 დეკემბერს ახლადგახსნილ სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ჩატარდება.

წყარო:


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.