ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გუდაურში მსოფლიო ბრენდის სასტუმროები შენდება
13 ოქტომბერი, 2016
გუდაურის მაღალმთიანი კურორტის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მოზიდვას.
2016 წლის ნოემბერში გუდაურში 26 ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება, რომლებიც ექსპლუატაციაში სამი წლის განმავლობაში შევა. ისეთი საერთაშორისო ბრენდები როგორიცაა „"Radisson" და "Sheraton"-ის სასტუმროები, ასევე 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში. იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი —გრუზია“ სამთო კურორტების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით. გუდაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.  მთლიანობაში, ახალი ობიექტების მშენებლობის დასრულების შემდეგ, გუდაურში 1500 სასტუმრო ნომერი გამოჩნდება. ქუმსიშვილის თქმით, 2011-2012 წლებთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე 127%-ით გაიზარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2016 წელს დაიწყო ექვსი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელთაგან სამი გუდაურშია განლაგებული.  „მთლიანობაში ეს არის 23 მილიონი ლარის ინვესტიციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას დაეხმარება“, — განაცხადა ქუმსიშვილმა. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.