ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მიტარბი სულ მალე დამსვენებლებს ახალი საბაგიროებით უმასპინძლებს - ვიდეო
21 ოქტომბერი, 2016

მიტარბიში 3 ახალი საბაგირო დამონტაჟდა. 30-წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი ვიზიტორებს კვლავ მიიღებს. ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე ასვლას დამსვენებელი ახალი საბაგიროთი შეძლებს. ამ დროისთვის საბაგიროები ტესტირების რეჟიმში მუშაობს.

როგორც ”ფორტუნას” მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა აცნობა, რამდენიმე კვირაში ახალი საბაგიროებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

საბაგიროებით მგზავრობის ფასი თვის ბოლოს დადგინდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ერთი ბილეთით სარგებლობა 3 კურორტზე მთელი დღის განმავლობაში შეგეძლებათ.

”პირველად მოხდება საქართველოში, რომ ერთი აბონიმენტის პრინციპით, დიდველზე, კოტაზე და მიტარიბზე სრიალი, დამსვენებლებს ერთი ბილეთით შეეძლებათ. ანუ, ბაკურიანში (ან ამ სამი კურორტიდან ნებისმიერზე), შეძენილი ბილეთით დამსვენებელს, იმ დღესვე, იმავე ბილეთით, კოხტაზე და დიდველზეც შეეძლება სრიალი”, – განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა ”ფორტუნასთან”.

კოხტას საბაგირო მთლიან გზას 6 წუთში ფარავს, ხოლო მიტარბის ორი საბაგირო დაახლოებით, 9 წუთში. საბაგიროს საათში 1800 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

საბაგიროს მშენებლობის სამუშაოები ავსტრიულმა კომპანია „დოპელმაიერმა” გაზაფხულზე დაიწყო. ხოლო მიწის სამუშაოები ქართულმა კომპანია BLACK SEA GROUP-მა განახორციელა.

ინფრასტრუქტურული პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით განხორციელდა. სახელმწიფოს კოხტას და მიტარბის გამართვა 48 მლნ ლარი დაუჯდა, ხოლო კერძო სექტორი კურორტების განვითარებისთვის 70 მლნ ლარს ჩადებს. აღნიშნული ინვესტიცია სასტუმროების, რესტორნების და კაფეების აშენებას მოხმარდება.

წყარო:




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.