ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
01 ნოემბერი, 2016

ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს, როგორც გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოსცა. სამართლებრივი აქტის მიხედვით, განისაზღვრა ძეგლის ზუსტი საზღვრებიც.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. აღნიშნული ობიექტი აისახება ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში, მის შესახებ მონაცემები კი განთავსდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

წყარო:


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.