ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოქტომბერში ტურისტთა რაოდენობა 20.9 % ით გაიზარდა
02 ნოემბერი, 2016

2016 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით საქართველოს 527,157 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 22,689-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +4.5%)-ია. 


ოქტომბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 215,620 შეადგინა, რაც 37,215-ით მეტია 2015 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +20.9%).


ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (-2.1%), აზერბაიჯანიდან (+10.1%), თურქეთიდან (-16.6%), რუსეთიდან (+13.0%) და უკრაინიდან (+15.8%) განხორციელდა. 


პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ოქტომბერში გამოირჩეოდნენ ბულგარეთი +54%, პოლონეთი +36%, ლიტვა +36%, ლატვია +33% და გერმანია +32%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +344%, ეგვიპტე +185%, ინდოეთი +130% და ისრაელი +82%.


იანვარი-ოქტომბერი 
საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა ათი თვის მონაცემებითაც , საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 5,406,188 შეადგინა, რაც 407,379-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +8.1%). 
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,372,351 შეადგინა, რაც 389,626-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (ზრდა +19.7%). 


2016 წლის იანვარი - ოქტომბერი პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11%), სომხეთიდან (+0.03%), თურქეთიდან (-9.1%), რუსეთიდან (+13.2%) და უკრაინიდან (+22.8%) განხორციელდა. 


პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერში გამოირჩეოდნენ ლატვია +26.8%, ჩეხეთი +15.2% და ლიტვა +11.6%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანი (+494%), ინდოეთი (+232%), სირია (+209%), ეგვიპტე (+179%), საუდის არაბეთი (+116%).

ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი


2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 867.9 მილიონ დოლარს (ზრდა +13.2), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია.


2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.6%. 


2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,192,301 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.