ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წელს გურჯაანში უძრავი ძეგლის სტატუსი 9 ისტორიულ ობიექტს მიენიჭა
12 ნოემბერი, 2016

წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 9 ისტორიულ ობიექტს მიენიჭა. ცხრავე ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარეობს. აქედან 7 ეკლესია და 2 კოშკია.

ესენია:

„მამაშაურის“ ეკლესია ( IX-X სს), 

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გვიანდელი შუა საუკუნეები ) ,

„ზურიას“ საყდარი (გვიანდელი შუა საუკუნეები ) ,

“ღვთისმშობლის” ეკლესია ( XVIII სს),

 

,ყვავის“ საყდარი (გარდამავალი პერიოდი),

,,ღვთისმშობლის“ სახელობის ეკლესია ( XVIII სს),

კოშკი (გვიანდელი შუა საუკუნეები.)

დიდი კოშკი (გვიანდელი შუა საუკუნეები). 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ ძეგლებს სტატუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვის და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიანიჭა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-მდე ისტორიული ობიექტია, საიდანაც დღეისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 130- მდე ობიექტს აქვს მინიჭებული.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

წყარო:


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.