ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ინტერნეტ მედია პარტნიორია TRAVELINGEORGIA.GE!
31 აგვისტო, 2016
ვებ-გვერდი: www.travelingeorgia.ge იმართება სს - "ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოება" - ის მიერ, რომელიც დაფუძნებულია 2014 წლის 23 ოქტომბერს. იგი წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას და დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
 
ვებ-გვერდის მუშაობა www.travelingeorgia.ge ემსახურება საქართველოს ტურიზმის განვითარებას, ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ რომ ის, რაც საქართველოს წარმოაჩენს მსოფლიო მოსახლეობის წინაშე, გაიტანონ და აჩვენონ მათ, შესთავაზონ საინტერესო ტურისტული პროდუქტები და კომპანიების სერვისები, რომლებიც საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, მარკეტინგულ პროცესებში არიან ჩართულნი.
 
კომპანიები, რომელებიც განათავსებენ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოცემულ ვებ-გვერდზე, - (სისტემაში ჩართვა) შეუძლიათ ათასობით დაინტერესებულ ადამიანს შესთავაზონ საკუთარი თავი და მიაწოდონ მომსახურეობა.
 
ეს პროექტი გახლავთ სიახლე ინტერენტ - ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, პირველი ვებ- გვერდი საქართველოში, რომელსაც შეუძლია ყველა და ყველაფერი დააკავშიროს ერთამეთთან, რათა უკეთესად შევძლოთ სწრაფი და მარტივი კომუნიკაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ბიზნეს ტურიზმის განვითარებისთვის.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.