ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კომპანია სარაჯიშვილი ჩიკაგოში ამერიკის საერთაშორისო ალკოჰოლური სასმელების შემფასებელი კომპანიის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
23 დეკემბერი, 2016

„სარაჯიშვილი XO“ და „სარაჯიშვილი VS“ ავტორიტეტული ამერიკული კომპანია Tastings.com -ის უმაღლესი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ჩიკაგოში გამართულ დეგუსტაციაზე „XO“ 100-ქულიანი შეფასების სისტემიდან - 92 ქულით, ხოლო „VS“ 91 ქულით შეფასდა.

გარდა ამისა, 87 ქულა დაიმსახურა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა- „სარაჯიშვილი EXTRA“. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ რობერტ ბენსბერგი, კარლოს კუარტა, ალან დიკტი, მარკ გრუბერ, ედვარ ჰამილტონი, მონიკა ჰიუსტონი, ჩარლზ ჯოლი, პიტერ კიმი, დრიუ ლარსონი და სხვები.

„სარაჯიშვილის“ მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე დღემდე 250-ზე მეტი ჯილდო დაიმსახურა. ამ მრავალრიცხოვან კოლექციას უკვე მეორედ საერთაშორისო ალკოჰოლური სასამელების შემფასებელი კომპნიის - Tasting.com- ის პრესტიჟული ჯილდო დაემატა”.

Tastings.com არის საერთაშორისო ალკოჰოლური სასმელების შემფასებელი კომპანია, რომელიც 1981 წლიდან ამერიკის ბაზარზე არსებულ ალკოჰოლურ სასმელებს 100-ქულიანი სისტემით აფასებს. მისი წევრები არიან ალკოჰოლური სასმელების ცნობილი ამერიკელი სპეციალისტები, ამერიკის ბაზარზე არსებული დიდი სადისტრიბუციო კომპანიებისა და რესტორნების წარმომადგენლები.

Tastings.com-ის შეფასებები იბეჭდება ისეთ ავტორიტეტულ გამოცემებში, როგორებიცაა Wine Enthusiast, Restaurant Hospitality, The New Yorker, CNBC, Wine & Spirits Magazine Epicurious.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.