ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბელარუსის ტელეკომპანია 1 არხი ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ
25 იანვარი, 2016

საქათველოს ზამთრის ტურისტული სეზონის შესახებ უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში მასშტაბური სარეკლამო კამპანია გრძელდება.


უკრაინის, ბელარუსის და ყაზახეთის ყველაზე პოპულარულმა ტელეკომპანიებმა საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ სიუჟეტები მოამზადეს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 3 ქვეყნიდან გადამღები ჯგუფების 20-ზე მეტი მონაწილე ეწვია. 

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა 2 კვირის განმავლობაში თბილისის, ბათუმის, გუდაურის, ყაზბეგის, ბორჯომის, ბაკურიანის კახეთისა და სვანეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები გადაიღეს. 

რეპორტაჟებში აქცენტი საქართველოს ზამთრის ტურისტულ პოტენციალზე, ქართულ კულინარიასა და ფოლკლორზე და ზოგადად ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებზე გაკეთდა. 

ჯამში 20-ზე მეტი სიუჟეტი მომზადდა, რომელიც ერთიკვირის განმავლობაში უკრაინული ტელეკომპანიის 1+1 -ის დილის გადაცემის „დილა მშვიდობისა უკრაინას“ და ყაზახური ტელეკომაპანიის „ხაბარი“-ს დილის პროგრამით და ბელარუსის ტელეკომპანიის პირველი არხის ეთერში გადაიცემა. 

სიუჟეტები მილიონობით მაყურებელმა იხილა.




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.