ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ბლუზფესტ ჯი“ აგრძელებს საქართველოში ბლუზის პოპულარიზაციას და ამჯერად, თბილისში, იდეალურ მუსიკალურ წყვილს მილენა ბარეტსა და ვულფ მეილს მასპინძლობს
02 აპრილი, 2018

„ბლუზფესტ  ჯი“ აგრძელებს საქართველოში ბლუზის პოპულარიზაციას და ამჯერად, თბილისში, იდეალურ მუსიკალურ წყვილს მილენა ბარეტსა და ვულფ მეილს მასპინძლობს.

მილენა ბარეტის შემოქმედება სცდება ბლუზის საზღვრებს:  ეს არის ჯაზის, სოულის, როკის და ბლუზის სინთეზი, რომელიც მსმენელს დროში ამოგზაურებს:იგრძნობა ჯენის ჯოპლინის,  ბოჰემური ემი ვაინჰაუსის და თანამედროვე ადელის მუხტი, ხშირად მას არეტა ფრანკლინსაც ადარებენ.

მილენა ბარეტი ბლუზისა და სოულის საუკეთესო ქალ ვოკალისტად არის აღიარებული  და მიიჩნევა, რომ მას თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში ანალოგი არ ჰყავს.

მილენას ვნებიანი ხმა და კანადელი ბლუზ-როკ გიტარისტის და ვოკალისტის ვულფ მეილის  ბუნებრივი და ენერგიული  შემოქმედება იდეალურ სინთეზს ქმნის, სწორედ ამიტომ დაარქვეს მათ ერთობლივ მუსიკალურ პროექტს  „სამოთხისთვის იდეალური შერწყმა’’




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.