ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის აეროპორტის გავლით საჰაერო სატვირთო გადაზიდვები 73%-ით აღდგა
12 სექტემბერი, 2022

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 788 873 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მონაცემებზე 27%-ით ნაკლებია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.

მისივე მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 11 502 897ტონა, 2020 წელს – 11 009 001 ტონა, ხოლო 2019 წელს – 16 139 060 ტონა ტვირთნაკადი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტებიდან კარგო გადაზიდვებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.