ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ევროპის დღე 2017
05 მაისი, 2017

7 მაისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 18 ევროკავშირის წევრი ქვეყნის საელჩოებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისში, რიყის პარკში მართავს ევროპის დღის აღსაღნიშნავ ღონისძიებას. 

კონცერტები მთელი დღის განმავლობაში, გერმანიიდან მოწვეული ბენდი ჯაზანოვა და პოლ რენდოლფი, ჯგუფი მგზავრები და სხვა უამრავი შემსრულებელი. 

აქვე იქნება გასართობი ზონები და კვების ობიექტები, თამაშები და პრიზები 

ევროპის დღე 2017 პროგრამა:

✔ დღის კონცერტი
- ბავშვთა ვოკალური ანსამბლები (იტალია, გერმანია, პოლონეთი, ლიტვა)
- ქართული ცეკვის ანსამბლი "ნართები"
- ევროპელი არტისტები:
Sabina Chanturia (შვედეთი)
Duclimer Band Slovácko (ჩეხეთი)
Francesco Miorin (Guitar, voice)
Antonio Sernia (Bouzouki, voice)

✔ საღამოს კონცერტი
- Jazzanova live feat Paul Randolph
- ჯგუფი მგზავრები

✔ გასართობი პროგრამები დღის განმავლობაში:
- საინფორმაციო სტენდები
- დრამ შოუ
- წარმოდგენა მიმების შესრულებით
- გიფები და ფოტოზონები
- მინი ევროპის „Check in” ზონა
- საბავშვო გასართობი პროგრამა (უამრავი თამაში და აქტივობა)

დასწრება თავისუფალია! 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.