ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბალნეოლოგიური კურორტის პოპულარიზაციისთვის - წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი
23 აპრილი, 2018

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი ბალნეოლოგიური კურორტის პოპულარობის ზრდაზე ზრუნავს. ცენტრმა აპრილში რამდნენიმე საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და უცხოელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბაქოში გამართული XVII-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, სადაც წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი აზერბაიჯანელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. გამოფენის სპეციალური სტუმარები აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი მეუღლე, მეჰრიბან ალიევა იყვნენ.

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრში განმარტავენ, რომ აზერბაიჯანი კურორტისათვის ერთ-ერთ აქტიურ ბაზარი და სამიზნე ქვეყანა. ეს დაადასტურა გამოფენაზე ინტერესმა, დამთვალიერებელები აქტიურად გაეცნენ კურორტის ტურისტულ პროდუქტებს.

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრმა ასევე უმასპინძლა კატარელ ჟურნალისტებს. პრეს-ტურის ფარგლებში ჟურნალისტები გაეცნენ წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს და გამოხატეს აღფრთოვანება კურორტის მიმართ. ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს პრომეთეს მღვიმე, ბალნეო ცენტრები, უნიკალური პარკი, ოტია იოსელიანის კარ-მიდამო, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ქალაქის ძველი არქიტექტურა. მოგვიანებით სპეციალურად სტუმრებისათვის ჩატარდა კულინარიული მასტერკლასი, ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლთან ერთად.

პრეს-ტურის ფარგლებში ჟურნალისტები დაწერენ სტატიებს წყალტუბოს და მთლიანობაში საქართველოს შესახებ, რაც საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და შესაძლებლობების შესახებ, კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნისა და კურორტის ცნობადობას კატარის მოსახლეობაში.

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ხშირად იმართება ინფო-ტურიქვეყნის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებისთვის. ცენტრის მიზანი ქართველი და უცხოელი ტურისებისთვის წყალტუბოს ნაკლებად ცნობადი ადგილების გაცნობაა, მათ შორის ცენტრის წარმომადგენლები თავის სტუმრებთან ერთად ხშირად სტუმრობენ ოტია იოსელიანის სახლ–მიდამოს, გაბზარული ტბას იგივე დათიკოს წკვარამს, ასევე მელოურის და დიდღელის მღვიმეებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.