ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GINO PARADISE TBILISI ზამთრის სეზონს ოლიმპიური აუზით ხსნის
30 ნოემბერი, 2017

განახლებული GINO PARADISE TBILISI ზამთრის სეზონს, ახალი ოლიმპიური აუზით ხსნის.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის ზღვაზე, GINO PARADISE TBILISI -ში დღეს, 19:00 საათზე მიღება გაიმართება.

საღამოს დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ლენტის გაჭრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, GINO ჰოლდინგის მფლობელი, ნოდარ გიორგაძე მოწვეულ სტუმრებს ჰოლდინგის მიერ, საქართველოსა და სლოვაკეთში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. 

ღონისძიება წყალზე შოუ პროგრამით გაგრძელდება, რომელსაც ახლადგახსნილ ოლიმპიურ აუზზე, სინქრონული ცეკვის გუნდი წარმოადგენს. 

განახლებული GINO PARADISE TBILISI ზამთრის სეზონის გახსნის ცერემონიალი, PR და მარკეტინგული კომპანია „UP“-ის ორგანიზებით გაიმართება.

ოლიმპიური აუზი მომხმარებლის მიღებას დღეიდან დაიწყებს. GINO PARADISE TBILISI ახალ აუზთან ერთად დამსვენებელს წლის ოთხივე სეზონზე უამრავ განახლებულ სერვისს სთავაზობს, მათ შორის ფიტნესსივრცეს, უალტერნატივო ველნესსა და სპას, ასევე სარელაქსაციო და საბაშვო აუზებს.

ზამთრის სეზონზე ექსტრემის მოყვარულთათვის ფუქნციონირებს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31 მეტრიანი სასრიალო ატრაქცია, 6 სხვადასხვა სიჩქარის და სპეცეფექტების მქონე მილით. განახლებული GINO PARADISE TBILISI დამსვენებელს ზამთრის სეზონზე სითბოს და ბევრ სიახლეს პირდება. 

ipress.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.