ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«ჯინო ველნეს მცხეთა» - საუკეთესო ადგილი კორპორაციული ღონისძიებებისა და წვეულებებისთვის
28 თებერვალი, 2018

კორპორაციული წვეულებების, თიმბილდინგების, ტრენინგებისა და კონფერენციებისთვის საუკეთესო სეზონი ახლოვდება. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებებისთვის ადგილიც საუკეთესო გჭირდებათ, დედაქალაქიდან მოშორებულ და მშვიდ გარემოში, თუმცა ქალაქთან ახლოს, გზა დამქანცველი არ უნდა იყოს და სასიამოვნო სასარგებლოსთან იდეალურად უნდა იყოს შერწყმული.

თბილისიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში მცხეთაში იქნებით. ამ ისტორიული ქალაქის ცენტრში ბუტიკური სტილის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა“ მუდამ მზად არის გიმასპინძლოთ. ხედები გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ, თბილისს მოშორებული ზედაზნის, სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტერის გარემოცვაში მოხვდებით.

„ჯინო ველნეს მცხეთა“ საქართველოს უძველესი დედაქალაქის ყველაზე დიდი სასტუმროა, შეთავაზებები და შესაძლებლობებიც - მრავალფეროვანი და ხარისხიანი. კორპორაციული ღონისძიებებისთვის სასტუმრო მსურველებს როგორც მცირე, ასევე დიდ საკონფერენციო სივრცეს სთავაზობს. დარბაზებში შესაბამისი აღჭურვილობაა მონიტორი, პროექტორი, აუდიო სისტემები, WiFi…

სასტუმროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა, გაითვალისწინოს თქვენი სურვილები, დაგეხმაროთ ნებისმიერ საორგანიზაციო საკითხში და დამატებითი საზრუნავისგან სრულიად გაგათავისუფლოთ. სერვისი მომხმარებელზეა მორგებული, ფანტაზიაც - შეუზღუდავი.

თუ სასარგებლოსთან ერთად რელაქსაციასაც ეძებთ, „ჯინო ველნეს მცხეთაში“ არც ამაზე გეტყვიან უარს - შესაბამისი ინფრასტრუქტურა სასტუმროს ამის მაღალ დონეზე შემოთავაზების შესაძლებლობას აძლევს. სასტუმროს ველნეს მომსახურება ამ შემთხვევაში ნომრის ღირებულებაში შედის და თუნდაც დატვირთული ბიზნეს შეხვედრის შემდეგ სრულ იდილიას გთავაზობთ. მოქმედებს ჯაკუზი და ღია აუზიც, ფუნქციონირებს ორი სახეობის - რომაული და ფინური საუნა.

„ჯინო ველნეს მცხეთა“ კორპორაციული ღონისძიებებისა და წვეულებების გარდა, ქორწილის, ბანკეტის, დაბადების დღის გადახდის და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარების შესაძლებლობასაც გაძლევთ.

როგორც „ჯინო ველნეს მცხეთას“ გენერალური მენეჯერი სუზი აინრამჰოფი ამბობს, სასტუმრო საორგანიზაციო საკითხებსა და დიზაინერულ მომსახურებას საკუთარ თავზე იღებს, მთავარია სტუმრის სურვილები.

სასტუმრო სტუმრებისთვის იდეალური ადგილმდებარეობით გამოირჩევა, აქვს 22 ნომერი, აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და განსაკუთრებული დიზაინით. ეზო-ბაღი „ოაზისი“ მართლაც ოაზისს წარმოადგენს.

„ჯინო ველნეს მცხეთაში“ ორი ბარ-რესტორანია. რესტორნის ტერასიდან თვალწარმტაცი ხედები იშლება მცხეთასა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებზე. ბარ-რესტორანში შეგიძლიათ იგემოთ ქართული და ევროპული კერძები.

სტუმარს შეუძლია ისარგებლოს მანქანის მომსახურეობით, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის დასვენებას.

„ჯინო ველნეს მცხეთა“ ნამდვილად განსაკუთრებული ადგილია კორპორაციული ღონისძიებებისა და პირადი განტვირთვისთვის.

აღსანიშნავია, რომ „ჯინო ველნეს მცხეთა“ ევროპული ბრენდი „ჯინო ჰოლდინგის" სასტუმროა. „ჯინო ჰოლდინგი" საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, აქტიურადაა წარმოდგენილი.

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.