ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ადგილი გართობისა და დასვენებისთვის - „მთაწმინდის პარკში“ სეზონი იხსნება
03 მაისი, 2018

აქ სულ გართობისა და დასვენების სეზონია... “მთაწმინდის პარკს” წელიწადის ნებისმიერ დროს აქვს შემოთავაზებები, მაგრამ რადგან უკვე გაზაფხულია, მზეზე მიფიცხებისა და ღია ცის ქვეშ ხეტიალის დროა, მიპატიჟებაც განსაკუთრებულია.

ჰოდა, იმის თქმა გვინდა, რომ „მთაწმინდის პარკი“ ზაფხულის სეზონს გრანდიოზული მიღებით შეხვდება. სეზონი 5 მაისს გაიხსნება და გასართობს აქ ყველა იპოვის.

სტუმრებს ატრაქციონები 50%-იანი ფასდაკლებით მოემსახურება, პატარებისთვის გართობის უამრავი შეთავაზება პარკის ადმინისტრაციამ უკვე მოიფიქრა და მათთვის ჯადოსნურ სამყაროში სტუმრობა საგულდაგულოდ დაგეგმა. ჯადოსნურ სამყაროს Neverland-ი ჰქვია და მას ჯადოსნური გმირებიც ჰყავს. ამ სამყაროში მოხვედრა 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

პატარების განწყობაზე შოუ წამყვანები, ანიმატორები, დრამერები და ოჩოფეხები იზრუნებენ, ამიტომ ეს დღე არ უნდა გამოტოვოთ - ასიამოვნოთ პატარებიც და საკუთარ თავსაც განტვირთვა მოუწყოთ. გასართობი შოუ-პროგრამა, საჩუქრები, გათამაშებები და ფოტოსესიები - ყველასთვის საკმარისი იქნება. 

„მთაწმინდის პარკი“ ყოველთვის გამორჩეულია, აქ სულ რაღაც ღონისძიებაა. ცოტა ხნიხ წინ პარკმა თაფლისა და ჩაის, ხელნაკეთი ნივთების, საახალწლო თუ სააღდგომო ფესტივალს უმასპინძლა. გეგმებ მომავლისთვისაც ბევრია. პარკი 12 მაისს ღვინის ფესტივალს, 19 მაისს კი ყვავილებისა და დეკორატიული მცენარეების ფესტივალს უმასპინძლებს. გითხარით კიდეც - აქ სულ სეზონია, ამიტომ „მთაწმინდის პარკის“ კალენდარს ხშირადჩახედეთ, რამე მნიშნელოვანი არ გამოგრჩეთ.

“მთაწმინდის პარკი” გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია. ზღვის დონიდან 770 მეტრზე მდებარე ტერიტორია 100 ჰექტარზე მეტს მოიცავს, თუ მხოლოდ გართობა არ კმარა თქვენთვის ამ შემთხვევაში პარკის გარშემო არსებული ტყის რესურსი შესაძლებლობას გაძლევთ სუფთა ჰაერი ისუნთქოთ.

პარკი ძირითადად ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად არის დაყოფილი. აქ არსებული რესტორნები და კაფეები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები არჩევანის დიდ თავისუფლებას გაძლევთ.

პარკი გამორჩეულია ლანდშაფტით, თბილისზე ხედები შთაბეჭდილებებს კიდევ უფრო ამძაფრებს. პარკში მისვლა სამანქანე გზითაც (თბილისი-ოქროყანის მიმართულება) შეგიძლიათ, თუმცა ჭონქაძის ქუჩიდან ფუნიკულორით აქამდე მისვლა ერთ რამედ ღირს. ქალაქის ეს ერთ-ერთი ისტორიული ღირშესანიშნაობა 1905 წელს აიგო. არის კიდევ ერთი გზაც - საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ერთმანეთთან მთაწმინდის პარკს და ნარიყალის ციხეს აკავშირებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.