ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პრივილეგია, რომელსაც სასტუმრო „ღვინის სასახლე“ თავის სტუმრებს სთავაზობს - გიორგი ჩხაიძე საზაფხულოდ ტურისტული ნაკადის გაზრდას პროგნოზირებს
29 მაისი, 2023

დღესდღეობით თბილისის მასშტაბით უამრავი სასტუმროა, რომელიც ცდილობს ვიზიტორებს მაქსიმალური კომფორტი  და სხვადასხვა გამორჩეული  სერვისი შესთავაზოს. თუმცა, ალბათ ძნელია იპოვო ისეთი ადგილი, სადაც სასტუმროს სტუმრებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია შენობაში არსებულ მარანს ესტუმროს და ალკოჰოლური სასმელი დააგემოვნოს. სწორედ ეს ადგილი სძენს სასტუმროს ყველასგან გამორჩეულ ხიბლს - მარანში ქართული ღვინის მრავალი სახეობაა დაცული და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის გამორჩეული არომატი იპოვოს. 

როგორც სასტუმროს მფლობელი და დირექტორი გიორგი ჩხაიძე აცხადებს, ტრადიცია, რომელიც სასტუმრო „ღვინის სასახლეს“ სხვებისგან გამოარჩევს, გრძელდება და მის ყველა სტუმარს სასმელი უფასოდ და ულიმიტოდ, 24 საათის განმავლობაში მიეწოდება. ეს არის 3 სახეობის ალკოჰოლური სასმელი: ღვინო, არაყი და კონიაკი. ასევე სასტუმროში მაცხოვრებლებს საშუალება აქვს ის 7 სახეობის ღვინო დააგემოვნონ, რომელსაც  გიორგი და მამამისი - აკაკი ჩხაიძე აწარმოებენ. იმავე სასტუმროში ტურისტებისთვის ღვინისა და ნაციონალური კერძების დეგუსტაციაც ეწყობა, ხოლო ყოველდღიურ, ძირითად მენიუს შეადგენს ქართულ-ევროპული კერძები, რომლებიც სტუმრების გემოვნების გათვალისწინებით მზადდება. 

გიორგი ჩხაიძე ასევე ამბობს, რომ სასტუმროს სტუმრებს, საშუალება აქვთ მის ღვინის მაღაზიებს ესტუმრონ. „ბრენდ ვაინის“ ერთი მაღაზია მცხეთის ქუჩა 48/50-ში მდებარეობს, ხოლო 2022 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო „ბრენდ ვაინის“ მეორე მაღაზიამ, მისამართზე თამარაშვილის ქუჩა 4ა. ამ საკმაოდ მასშტაბურ სივრცეში 1500-მდე დასახელების ალკოჰოლური სასმელია წარმოდგენილი, როგორც ბოთლის ღვინო, ისე ჩამოსასხმელი.

ყოველივე აქედან გამომდინარე, „ღვინის სასახლე“, 2017 წლიდან დღემდე, უცხოელ ვიზიტორებს შორის პოპულარობით სარგებლობს. ეს 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში საბურთალოზე, ბიძინა კვერნაძის ქუჩა 31-ში მდებარეობს და მოსახერხებელი მისასვლელია როგორც ქვეითი, ისე ავტომობილით გადადგილებისას და იმ მგზავრებისათვის, ვინც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს იყენებს.  

ევროპული სტანდარტების შესაბამის სასტუმროში, 33  ნომერია, როგორც სტანდარტული, ასევე ლუქსი. მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმებულ ინტერიერში კედლები მთლიანად ხელით არის მოხატული. სასტუმრო უზრუნველყოფილია სატელიტური ტელევიზიით, უკაბელო ინტერნეტითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით. აქვს 70 კაციანი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ყველა საჭირო საოფისე ტექნიკითაა აღჭურვილი. სასტუმროს ჰყავს თავის გიდებიც და სურვილის შემთხვევაში, მათი თანხლებით შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობა. 

გიორგი ჩხაიძე:

- ტურიზმის კუთხით ჩვენი ქვეყანა, მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ყველა აღნიშნავს, რომ შუა აზიაში გამორჩეული, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ჩვენი ქვეყნით დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ ეს არის.

წელს მაისიდან, თბილისის სასტუმროებში სტუმრებმა შემოსვლა დაიწყეს. ტურისტების ნაკადის გაზრდას კიდევ ველით, რადგან ზაფხულის სეზონზე, ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი ბევრ ადამიანს სურს. ეს არამხოლოდ თბილისის სასტუმროებს, არამედ რეგიონებსაც წაადგება და დასაქმდება უამრავი ადამიანი. მოხარულები ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის  ფრენები აღდგა. ამ ეტაპზე კვირაში 2 რეისი ხორციელდება და ვიმედოვნებთ კიდევ დაემატება. რუსეთში 1 მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს. გარდა ამისა, საქართველოში ვიზიტი სურთ რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდანაც. მაგალითად ციმბირიდან, საიდანაც უწინ ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა. ირკუცკში ჩემი მეგობრები ცხოვრობენ, დიდი ხანია მათ საქართველოში ჩამოსვლა სურთ. ირკუცკიდან მოსკოვამდე 5 საათია და მოსკოვი-თბილისის რეისის დამატების შემდეგ, მათთვისაც და ბევრი სხვა ადამიანისთვისაც, ერთი ქვეყნიდან მეორეში მოხვედრა გამარტივდება. ასევე უახლოეს მომავალში, ფრენები აღდგება ყაზახეთიდან და საქართველოში კვირაში 7 რეისი განხორციელდება. იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას და სტუმრები შემოგვემატებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდანაც: აზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ. 

გარდა იმ სერვისებისა, რაზეც უკვე ვისაუბრე, სასტუმრო „ღვინის სასახლე“ გახსნის დღიდან თავის სტუმრებისთვის მაღალკვალიფიციური გიდების თანხლებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვიზიტების ორგანიზებას ეწეოდა და სურვილის შემთხვევაში, მათ რეგიონებში გასვლებს დღესაც ვუზრუნველყოფთ. მაგალითად წელს კახეთში ჩემი სასტუმროდან უკვე  300 სტუმარი გაემგზავრა. გვაქვს 1 და რამდენიმედღიანი ტურები და თუ სტუმრები რეგიონში ღამისთევით რჩებიან, ეს ადგილობრივი ბიზნესისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამგვარი ნაბიჯებით, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. 

დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ „ბუქინგზე“ ჩვენი რეიტინგი 9. 6.-ია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იმის მანიშნებელია, რომ „ღვინის სასახლე“ დიდი მოწონებით  სარგებლობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სტანდარტი შევინარჩუნოთ და სამომავლოდაც დიდი სიხარულით, კიდევ მეტ სტუმარს ველით. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.