ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაარეგისტრირეთ თქვენი ქორწინება - მთაწმინდის ქორწინების სახლის უპირატესობები
02 აპრილი, 2018

ქორწინება ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ფაქტობრივად ცხოვრების ახალი ეტაპია, ბუნებრივია გიჩნდება სურვილი ეს დღე რაღაცნაირად გაალამაზო და კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადო.

გინდა ეს დღე ვიზუალურად გამორჩეული იყოს და შენი ბედნიერების თანამოზიარეებს დიდხანს ახსოვდეთ და ტკბილ, დაუვიწყარ მოგონებად ექცეთ. მნიშვნელოვანია თქვენი ქორწილის ოფიციალური რეგისტრაცია. სწორედ ამ თქვენი სურვილის  რეალიზებაზეა მორგებული და ორიენტრებული ქორწინების სახლი მთაწმინდის პარკში.

ულამაზესი დეკორაციები და კეთილგანწყობილი ღიმილიანი გარემო - პირველივე წუთიდან მიხვდებით აქ თქვენი სიხარულის და ბედნიერების თანამოზიარენი არიან. შეიძლება ითქვას აქაურობა თქვენი ბედნიერებით არის გაჟღენთილი. ამ განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს ულამაზესი ხედები თბილისზე.

რიტუალი შეგიძლიათ დაგეგმოთ როგორც ძველი ქართული ტრადიციებით, ასევე ევროპულ და თანამედროვე ყაიდაზე, თქვენს რჩეულთან ერთად შეგიძლიათ ქორწინების სარეგისტრაციო დარბაზამდე ჩოხოსანთა დერეფანში გაიაროთ და თქვენს თავზე ხანჯლების ქვეშ გაიაროთ, ან ხელმომკიდეთა ერთფეროვანი კაბების შრიალს და თაიგულების დამჭერთა მხიარულებას დაყაბულდეთ. მოკლედ, მთაწმინდის ქორწინების სახლში თქვენი ქორწინების დარეგისტრირების დღე დაუვიწყარ მოგონებად იქცევა. 

უფრო მეტი მოტივაციისთვის მთაწმინდის პარკის ქორწინების სახლი მხოლოდ მათ ვინც აქ იქორწინა კონკურსს სთავაზობს. კონკურსის პირობები მარტივია: გადააგზავნეთ 1 აპრილის 00:00 საათამდე ქორწინების სახლში გადაღებული თქვენი ქორწილის ფოტო ელექტრონულ ფოსტაზე info@park.ge. 1 აპრილს ფოტოები აიტვირთება მთაწმინდის პარკის Facebook გვერდზე და გამარჯვებული გამოვლინდება 15 აპრილს 12:00 საათზე. გაიმარჯვებს ის ვინც დააგროვებს ყველაზე მეტ შეფასებას.

მნიშვნელოვანია გამარჯვებულისთვის დაწესებული პრიზიც - ვაუჩერი სასტუმროში Hotel & Wine Cellar ARGE ორდღიანი დასვენებისთვის.

ქორწინების რეგისტრაციის გარდა, შეგიძლიათ თქვენი საქორწილო წვეულება აქვე კლუბ UNDERWHEEL-ში დაგეგმოთ. მშვენიერი ინტერიერი, სასიამოვნო და ყურადღებიანი პერსონალი თქვენს ნებისმიერ იდეას ხორცს შეასხამს. ორგანიზაციულ და დიზაინერულ საკითხებსაც თავის თავზე აიღებს, თქვენ ხომ ბევრი სხვა საქმით ხართ დაკავებული წინასაქორწილოდ.

UNDERWHEEL-ში უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად მენიუში მსოფლიო სამზარეულოს თითქმის ყველა ცნობილ კერძს აღმოაჩენთ. კლუბი თავისი ადგილმდებარეობითაც გამორჩეულია. მთაწმინდა, ზღვის დონიდან 770 მეტრი... თბილისის ულამაზესი ხედები თქვენზე და თქვენს სტუმრებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. კლუბის დამატებითი მიმზიდველობა ვერანდაა, თუ აქამდე თავს იკავებდით და ზამთრის სუსხი გაშინებდათ, ახლა უკვე ვერანდების სეზონი გახსნილია.

კლუბი UNDERWHEEL თბილისის ყველაზე მაღალ წერტილზე გაკაშკაშებული ატრაქციონი „გიგანტური ბორბლის“ (თქვენთვის კარგად ნაცნობი ეშმაკის ბორბალი) ქვეშ მდებარეობს და 1200 კვ.მ ფართობზე გადაშლილი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.