ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი რუსთაველის თეატრში გაიმართება
04 ოქტომბერი, 2017

ძვირფასო მეგობრებო, დადგა დრო როცა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილოდების მოსამზადებელი პერიოდი შევიდა აქტიურ ფაზაში. სულ ცოტა დრო რჩება დეკემბრის დასაწყისამდე, ზეიმისა და მხიარულების თვემდე, და სიამოვნებით წარმოგიდგენთ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ყოველწლიური ცერემონიის ოფიციალურ მასპინძელს – რუსთაველის თეატრი, სადაც ტრადიციულად გამოვლინდება გამარჯვებულიები და საუკეთესო კომპანიები (სხვა ობიექტები) ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში!

დაჯილდოების ცერემონიის ჩატარების ადგილი, წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რუსთაველის თეატრი, საქართველოს მნიშვნელოვანი ეროვნული და კულტურული ძეგლია, რომლის ისტორიაც 1879 წელს იწყება, როცა დაარსდა სპეციალური „დრამატული კომიტეტის“ მიერ, რომლის წევრებიც იყვნენ ცნობილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. 1921 წლიდან კი ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა.

დღეს, რუსთაველის თეატრი წარმოადგენს სერიოზულ თეატრს, ბრწყინვალე მსახიობებისა და რეჟისორების გუნდით, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან თანამშრომლობით განაგრძობენ შემოქმედებით ძიებას. საუკუნეზე მეტია რუსთაველის თეატრი წარმოადგენს ქართული ეროვნულისა და, ამავდროულად, ახალი ხედვის გამოხატვის საუკეთესო ადგილს.

სწორედ რუსთაველის თეატრის დახვეწილი, მრავალსაუკუნოვანი კულტურა და უნიკალური სტუმართმასპინძლობა იქნება გაერთიანებული Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ცერემონიაზე, რათა ერთად აღვნიშნოთ საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წარმატება!


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.