ევროპული კლასტერების ორგანიზაციამ (http://www.clusterexcellence.eu) საქართველოს ტურიზმის ასოციაციას მიანიჭა Cluster Management Excellence Label BRONZE – Striving for Cluster Excellence" - ის ეტიკეტი, რომელიც საქართველოში მხოლოდ GTA-ს და სამედიცინო დარგის ერთ ორგანიზაციას აქვს მინიჭებული.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში აცხადებენ, რომ შეფასების კრიტერიუმი იყო საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო.
"ბედნიერი ვარ, რომ სამთვიანი შეფასების და შემოწმების შემდეგ ეს ჯილდო დავიმსახურეთ". - აცხადებს ქალბატონი ნატა კვაჭანტირაძე.
მისივე თქმით ბრონზეს ნიშანი (ეტიკეტი), საშუალებას მისცემს ასციაციას განგვათავსონ ევროპული კლასტერების საერთაშორისო რუქაზე https://www.clustercollaboration.eu/cluster-mapping , სადაც აქამდე საქართველო არ იყო წარმოდგენილი და მომავალში ხარისხის კრიტერიუმების შეფასების შემდეგ შესაძლებელია GTA - ს მიანიჭონ მომდევნო უმაღლესი კატეგორიის (ვერცხლის და ოქროს ნიშანი).
"ასოციაციაში შემავალი ყველა ორგანიზაციისთვის ერ ნიშანი არის მნიშვნელოვანი, როგორც ხარისხზე და სანდოობაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისთვის".