ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რეგისტრაცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ნომინანტებისთვის დაიწყო
22 ივნისი, 2017
თუ თქვენი საქმიანობის მთავარი მიზანი არის საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარება, მაშინ გიწვევთ მიიღოთ მონაწილეობა ყოველწლიურ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების კონკურსში.

მონაწილეობის მიღება  შეუძლიათ კომპანიებს საქართველოს ყველა რეგიონიდან და გამარჯვების შანსიც ყველასთვის თანაბარია :
  • სასტუმროები, ჰოსტელები, აპარტამენტები, საოჯახო ტიპის საცხოვრებლები;
  • ტურისტული სააგენტოები, ტურ ოპერატორები, ტურისტული ასოციაციები;
  • ფესტივალები და ღონისძიებები;
  • რესტორნები და კაფეები;
  • ღვინის ქარხნები, ღვინის მარნები, ღვინის ბარები;
  • მოგზაური ფოტოგრაფები;
  • საგანმანათლებლო და ტრენინგ ცენტრები;
  • ავია კომპანიები და საინფორმაციო ცენტრები;
  • სამოგზაურო პორტალები, ტურისტული ჟურნალები და ბლოგები;
  • კომპანიები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ტურიზმისა და მომსახურეობის სექტორზე;
მნიშვნელოვანი თარიღები :
 
  1. რეგისტრაცია ნომინანტებისთვის დაიწყო: 2017 წლის 14 ივნისიდან;
  2. რეგისტრაცია ნომინანტებისთვის დასრულდება: 2017 წლის 20 სექტემბერს;
 
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

თუ გსურთ:
  • გახდეთ გამორჩეული?
  • აქტიურად წარმოჩნდეთ მედიაში?
  • დააჯილდოვოთ თქვენი გუნდი და აამაღლოთ მათი მოტივაცია?
  • მიიზიდოთ საუკეთესო კადრები?
  • განვითარდეთ Welcome to Georgia!-სთან ერთად?
  • იზეიმოთ ეს ყველაფერი?
თუ ამ ყველა კითხვაზე თქვენი პასუხი აროს „დიახ“,  მაშინ თქვენ აუცილებლად  უნდა გახდეთ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების  Welcome to Georgia! ნომინანტი.
     
მონაწილეობის უპირატესობა :
  • “Welcome to Georgia! National Tourism Awards Report” ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ყოველწლიური შემაჯამებელი ბუკლეტი, რომელშიც განთავსებული იქნება პროექტის ფინალისტები და გამარჯვებულები. ბუკლეტი იბეჭდება 2 000 ტირაჟით და გავრცელდება საქართველოში და საზღვარგარეთ, რათა ხელი შეუწყოს პროექტის გამარჯვებულების და მონაწილეების პოპულარიზაციას.
  • Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ Facebook  და ვებ გვერდზე ნომინანტების, ფინალისტებისა და გამარჯვებულების სიის გამოქვეყნება.
  • წლის მანძილზე თქვენი ყველაზე საინტერესო სიახლეების გაზიარება.
  • ფინალისტებისა და გამარჯვებულების ლოგოების გამოქვეყნება Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიის დროს.
  • Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების შედეგები გამოქვეყნდება ქართულ და საერთაშორისო წამყვან მედია საშუალებებში.
  • პროექტის გამარჯვებულები და ფინალისტები დამატებით იქნებიან ინტეგრირებულნი პროექტის მარკეტინგულ კამპანიაში საერთაშორისო მასშტაბით. (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, საბორტო ჟურნალები)
Welcome to Georgia!  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ:

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.