ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2018 წლის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო!
19 ივნისი, 2018

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი, საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე კომპანიებს, გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსში, სადაც დარგის საუკეთესო წარმომადგენლები იბრძვიან იმისათვის, რომ დასახელდნენ საუკეთესოდ! გადადით ჩვენს ვებ-გვერდზე, გაეცანით ნომინაციათა ჩამონათვალს, შეარჩიე თქვენთვის შესაფერისი და დარეგისტრირდეთ.

მონაწილეობისათვის აუცილებელია წარმოადგენდეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:

* სასტუმრო, ჰოსტელი, აპარტამენტი, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი
* ტურისტული სააგენტო, ტურ ოპერატორი, ტურისტული ასოციაცია
* ფესტივალი, ღონისძება
* რესტორანი, კაფე
* ღვინის ქარხანა, ღვინის მარანი, ღვინის ბარი
* სამოგზაურო პორტალი, ტურისტული ჟურნალი, ბლოგი
* სხვა კომპანიები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ფოკუსირებულნი არიან ტურიზმის სფეროსა ან/და მომსახურების ინდუსტრიაზე

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
* ტურიზმისა და მასპინძლობის განვითარებაში თქვენ მიერ შეტანილი წვლილის აღიარება
* თქვენი გუნდის წარმატებული საქმიანობის დაფასება
* თქვენი კომპანიის შესახებ ფართო აუდიტორიის ინფორმირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე
* პროექტის ფარგლებში თქვენი აქტივობების გაშუქება მასმედიასა და სოციალურ ქსელში
* თქვენი მოტივირება სამომავლო განვითარებისათვის

და რაც მთავარია, პროექტი გაძლევთ საკუთარი თავის წარმოჩენისა და საუკეთესოდ აღიარების საშუალებას!

რეგისტრაცია დღეიდან უკვე გახსნილია, დარეგისტრირდით და მიიღეთ მონაწილეობა!

დაჯილდოების პროექტის  შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს, ადევნეთ თვალი ჩვენს სოციალურ ქსელებს და იყავით პროექტის სიახლეების საქმის კურსში.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდი გისურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ გიხილავთ დაჯილდოების ცერემონიაზე.

რეგისტრაცია: https://cabinet.awards-tourism.com/register

www.travelingeorgia.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.