ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„შატო მუხრანში“ საქმიანი ტურიზმის მიმართულება აქტიურად ვითარდება
20 თებერვალი, 2018

„შატო მუხრანში“ აქტიურად ვითარდება საქმიანი ტურიზმის მიმართულება. გაზაფხულზე საქმიანი ტურიზმით დაინტერესებულ კომპანიებს და კორპორაციებს შატოში ახალ სერვისს შესთავაზებენ. 

საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, „შატო მუხრანის“ ტერიტორიაზე, სასახლესა და ვენახებს შორის, მოეწყობა 700 მ2 ლუქს ტენტი თავისი სრულყოფილად გამართული ინფრასტრუქტურით და დამხმარე ნაგებობით.

როგორც “შატო მუხრანის“ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ოთარაშვილი ამბობს, ლუქს ტენტი სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებული იქნება. „ ეს იქნება მაღალი ხარისხის ფიქსირებული კონსტრუქცია თავისი სერვისბლოკით, სამზარეულოთი, გათბობით, საპირფარეშოთი, გაციებისა და გათბობის სისტემებით;  გამშვენებული იქნება შესაბამისი დეკორით და განათებით, - ამბობს ელენე ოთარაშვილი.

ლუქს ტენტი „შატო მუხრანს“ ერთდროულად დიდი რაოდენობის სტუმრების მიღების საშუალებას მისცემს, რაზეც მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. „შატო მუხრანი“ საქმიანი ტურიზმის განვითარების კარგ შესაძლებლობას თავისი მრავალფეროვანი შეთავაზებებით, ფართედ გაშლილი ტერიტორიითა და ინფრასტრუქტურით ნამდვილად იძლევა. საქმიანი ტურიზის ფარგლებში ვიზიტორებს შატოს პრემიალური ღვინოების დაგემოვნების, არჩევანის გაკეთებისა და შეძენის შესაძლებლობაც აქვთ. ეს კი ხელს უწყობს ღვინის გაყიდვების ზრდას.

 „შატო მუხრანში“ მიაჩნიათ, რომ მათი მთავარი მარკეტინგული ინსტრუმენტი აქედან წასული ბედნიერი მომხმარებელია. „ჩვენ მათ ვჩუქნით ბედნიერებას და საუკეთესო ემოციებს. ისინი კი კვლავ გვიბრუნდებიან და სხვასაც უზიარებენ მიღებული შთაბეჭდილებას“.

„შატო მუხრანში“ საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. „საქართველო ამ თვალსაზრისით გამორჩეული ქვეყანაა, რადგან გვაქვს მდიდარი ისტორია, უნიკალური კულტურა და ხელოვნება, განსაკუთრებული სამზარეულო და ღვინო. სახელმწიფო უკვე დგამს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ მიმართულების გასავითარებლად, რაც ერთი მხრივ გვეხმარება ბიზნესის წინსვლაში, ხოლო მეორე მხრივ,  ჩვენც შესაბამისი წვლილის შეგვაქვს საერთო საქმეში“, - განმარტავს ელენე ოთარაშვილი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.