ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მუსიკისა და დრამის თეატრში სპეციალურად ტურისტებისთვის ქართული კულტურის გასაცნობად სპექტაკლი „welcome To Georgia“ გაიმართება
05 ივნისი, 2018

2018 წლის 8, 15, 22 და 29 ივნისს 20:00 საათზე მუსიკისა და დრამის სახელწიფო თეატრში, საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის, Check In Georgia-ს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერიის მხარდაჭერით მუსიკალური სპექტაკლი „welcome To Georgia – The Musical” გაიმართება.

სპექტაკლი სპეციალურად საქართველოს სტუმრებისთვის ინგლისურ ენაზე დაიგდა, მიზანი კი საქართველოსა და ქართველების შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღებაა.
 
 
სპექტაკლში მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებსა და მოისმენს პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით. ასევე, გაიგებს საინტერესოფაქტებს ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათწესების, ღვინისა და ქართული სუფრის შესახებ.
 
მუსიკალური სპექტაკლი რომანტიული კომედიის ჟანრისაა და მისი ლეიტმოტივი ფრანგი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც კახეთში ვითარდება.
 
წარმოდგენა 90 წუთის მანძილზე გაგრძელდება, მასში მონაწილეობას 18 მსახიობი მიიღებს და ამ დროის მანძილზე 20მდე სასიმღერო და საცეკვაო ნომერს შეასრულებს.
 
სპექტაკლში დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა, ხოლო ქართული დიალოგების შემთხვევაში მაყურებელს საშუალება ექნება იხილონ ტიტრები ინგლისურ ენაზე.
 
 
ორგანიზატორების ინფორმაციით, ბილეთის ფასი 50/60/70/80 ლარია.
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: www.musical.ge, www.facebook.com/musical.ge
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.