კომპანია Alliance Group-ი ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის Alliance Palace-ს გასახსნელად ემზადება და წყალმომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოები უკვე აქტიურად დაიწყო.
41 სართული, გამორჩეული, ექსკლუზიური არქიტექტურა და დიზაინი, ხედით ზღვასა და მთაზე - სწორედ ასეთი იქნება Alliance Palace -ის ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც დიდ სასტუმრო კომპლექსს მოიცავს.
Alliance Group-ში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან პარტნიორების შერჩევის საკითხს, რამდენადაც საქმე ეხება ხარისხს, სანდოობასა და უსაფრთხოებას.
კომპლექსის წყალმომარაგების სისტემა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა შვეიცარიული კომპანია, Georg Fischer-ის წარმოებისაა.
GF-ი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც უმაღლესი ხარისხის მეტალის და პლასტიკური მასალის წყალმომარაგების სისტემას აწარმოებს. კორპორაცია GF 1802 წელს დაარსდა და ის აერთიანებს სამ ქვეგანყოფილებას: GF Piping Systems, GF Automotive и GF Machining Solutions. GF-ის პროდუქცია მსოფლიოს 33 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
კომპანიის წარმატების გარანტი ახალი ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო სისტემების - მილებისა და გადასაბმელი ნაწარმის - დანერგვა გახდა.
კომპანიის განყოფილებას GF Piping Systems-ი წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა მილების, სხვადასხვა ტიპისა და სახის რეზერვუარების დამზადებაში, ასევე წყლის ტრანსპორტირების ავტომატიზირებული სისტემის დანერგვაში.
GF-ის პროდუქციის თითოეული დეტალი და მომსახურება ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.