წარმატებული კომპანიის ისტორია ყოველთვის იწყება კრეატიული პიროვნებების გაბედული იდეებით. სწორედ ასე განვითარდა «ალიანს ჯგუფის» ისტორიაც.
2005 წელს, ჩამოყალიბდა შპს"ალიანს+", რომლის პირველივე პროექტი რევოლუციური გახლდათიმდროინდელი საქართველოსათვის - ქ. ბათუმში დაიწყო პირველი თანამედროვე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. 2008 წელს, რებრენდინგის შედეგად, კომპანიამ ახალი სახელით - «ორბი ჯგუფით» - გააგრძელამოღვაწეობა. ამავე პერიოდში წამოიწყო კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - "სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი", რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად იქცა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამ კონცეფციის წყალობით გახდა ბათუმი უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ქალაქად.
ალიანს ჯგუფის დამფუძნებლებმა - ორბი ჯგუფთან და სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით - ააშენეს 20-ზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსი და აპარტოტელი, 5000-მდე ბინა და აპარტამენტი, 1 200 000 მეტი კვ.მ. სამშენებლო ფართი. ეს ჩამონათვალი ადასტურებს კომპანიის უზარმაზარ გამოცდილებას.
მისია და მიზნები
ჩვენი მიზანია შევქმნათ ექსკლუზიური, პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვისა და ქვეყნისთვის ეკონომიურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისოსტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებშიგანთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით.
ჩვენი, ალიანს ჯგუფის მიერ აშენებული აპარტამენტები, კომფორტული პირობების შექმნის გარდა,მეპატრონეებს საკუთარი ინვესტიციებიდან სარგებლის მიღების საშუალებასაც აძლევს.
ალიანს ჯგუფის მისია გახლავთ, ინოვაციური პროდუქტების შექმნა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარება, რაც, საერთო ჯამში, რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად გაზრდის.