ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დადგა დრო გაგიზიაროთ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენციის ჩატარების თარიღი
02 მაისი, 2018

ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენციის გაიმართება 2018 წლის 8 ივნისს, სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" და მოიცავს:

  • პანელურ დისკუსიებს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ
  • ბაზრის წამყვანი მიმწოდებლების და ინდუსტრის ექსპერტების საინეტერესო პრეზენტაციებს
  • B2B შეხვედრებს ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან
  • და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ყველა მიმდინარე სიახლეს, ახალი ჟიურის შემადგენლობის, ახალი ნომინაციების და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაციის ჩათვლით რომელიც შეეხება წლევანდელ საკონკურსო წელს  

მესამე ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში არის უნიკალური პლატფორმა ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და მედია. ეს კონფერენცია არის საუკეთესო გზა კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლისა და ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის და ზოგადად ქართული ბიზნეს სექტორის სიახლეების გაგებისათვის.

SAVE THE DATE! დარეგისტრირდით და არ გაუშვათ შანცი მიიღოთ მონაწილეობა  Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში გამართულ მესამე ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე!

დეტალური პროგრამა დაიდება მალე. თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს სოციალურ ქსელში და ვებ-გვერდს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.