ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წყალტუბოს ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი ზრუნავს კურორტის განვითარებაზე
28 მარტი, 2018

წყალტუბოს ცნობადობის ზრდისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, წყალტუბოს ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი, წელს არაერთ ღონისძიებას გეგმავს.

ცენტრს დაგეგმილი აქვს ქართველი და უცხოელი ტურ-ოპერატორებისათვის ინფოტურების მოწყობა; სამკურნალო წყლის ცნობადობისა და მისი სამკურნალოდ აქტიურად გამოყენების მიზნით ჩატარდება ახალგაზრდა ნეიროქირურგთა ასოციაციის კონფერენცია.

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი ვტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კლუბთან, მათ შორის, მოლაშქრეთა და ჯომარდობის კლუბთან. როგორც ცენტრში განმარტავენ, წელს მოეწყობა ინფო ტური მოლაშქრეთა კლუბის წევრებისათვის.

წყალტუბოში, როგორც სპა ქალაქში, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის ეგიდით 22 მარტს წყლის დღესასწაული აღინიშნა. ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა გაცნობითი აქცია/შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, მოსწავლეები გაეცნენ ამ დღის მნიშვნელობას და ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის შესახებ ინფორმაციას. 

კურორტის ცნობადობის ამაღლების მიზნით ცენტრი მონაწილეობს საერთაშორისო და შიდა ტურისტულ გამოფენებზე.

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი 2017 წლის 17 ივლისიდან ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება. მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშწყობა, შიდა ტურიზმის კოორდინაცია.

2017 წელს კურორტი გაწევრიანდა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაში (EHTTA). ცენტრში მიიჩნევენ, რომ ასოციაციის წევრობა წყალტუბოს ცნობადობის გაზრდასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისათვის აქტიურად ტარდება გადასამზადებელი ტრენინგები სხვადასხვა თემაზე . ამ დროისთვის გადამზადებულია 50 დასაქმებული. ცენტრმა დაბეჭდა სხვადასხვა ტიპის სარეკლამო ბროშურები. გიდების ასოციაციაში გაწევრიანებული გიდებისათვის, მოეწყო არაერთი ინფო ტური.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.